ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯვაროსანი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2014


როცა მესია კეთროვანია

როცა მესია კეთროვანია,
როცა ხრწნისა და ლპობის ხანია,
როცა არ არის ქვეყნად საშველი,
სადაც ყველა გზა ჩახერგილია,
შენც გაიხრწნები, დაწერილია.

როცა ღამდება, აღარ თენდება,
როცა სულშიაც ღამედ ბნელდება
და ამ ყველაფრით რაც შეიგრძენი
უკვე სუნთქვაც კი გაგიძნელდება.

როცა არა აქვს კარს სახელური,
როცა სიცოცხლე ხდება ყვედრება,
მზე ჩადის, უკან აღარ ბრუნდება
და აქ ყველაფერს სუსხი ედება.

როცა არ არის გზა გასავლელი
და გასასვლელი აკლია ოთახს,
გრძნობ, რომ რაღაცა მოთქვამს შენ შიგნით,
გრძნობ, თუ რაღაცა რა მწარედ ოხრავს.

როცა ჰაერი ისე მკვრივდება,
ფილტვისთვის ძნელი ასატანია,
ქვეყნად ხრწნისა და ლპობის ხანია,
როცა მესიაც კეთროვანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები