მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ვენი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2014
ვერ დავიჯერე
ვარდები ზოგჯერ ღიმილს მთხოვნიან,
თუ შენი სულით გულს ვერ ვიჯერებ,
მე სიყვარული არ მითხოვია
და სიძულვილიც ვერ დავიჯერე.
ჩამოცრის თეთრად შავი ცა ღრუბლებს,
დახატავს წვიმა მიწაზე ნდობას,
ჩემს ლექსებს თავ-გზას ბოროტად უბნევს
ეს სულიერი უამინდობა.
დაანაწილებს გარითმულ სევდას
აგონიური ცრემლების ჩქერი,
აქამდე ფუჭი ოცნება მლევდა,
უფსკრულებიდან როცა გიცქერდი.
ვარდები ზოგჯერ ღიმილს მთხოვნიან,
თუ შენი სულით გულს ვერ ვიჯერებ,
მე სიყვარული არ მითხოვია
და სიძულვილიც ვერ დავიჯერე.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
3.
მოგიკითხე იავნანების დედავ. :)
მოგიკითხე იავნანების დედავ. :)
ნეფერტარი.
2014-06-20 20:09:18
2.
"ჩემს ლექსებს თავ-გზას ბოროტად უბნევს
ეს სულიერი უამინდობა."
"ჩემს ლექსებს თავ-გზას ბოროტად უბნევს
ეს სულიერი უამინდობა."
თეა თაბაგარი.
2014-06-17 01:34:20
1.
5
5
ოთარ რურუა.
2014-06-16 15:32:15
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
13.06.2026 04:44:36