ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


მე, ცა და...

უგზო-უკვლოდ მარტოობით დაღლილი
გავიხსენებ, ვსეირნობდით მე, ცა და..
შენ არ ჩანდი, შემოდგომის ყვავილი-
უნდა კიდევ ასწლეული მეცადა.

გაზაფხულის წვიმამ გამოიდარა,
ცელქმა თუთამ გამოიღო ნაყოფი,
ერთი ციცქნა ლექსიც გამოვიდა რა-
რეალობის ოცნებისგან გამყოფი.

პოეტობას გულთმისნობა მეცადა,
იმედის თვალს გავგზავნიდი მერმისში-
ახლა ერთად მივსეირნობთ მე, ცა და
მოცეკვავე მნათობების მეჯლისში.

17.06.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები