ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


ხდება არაფერი

ხდება არაფერი, ქვეყნად მიყოლებით,
ცოდვას შევურიეთ ცოტა იუმორი,
ჩუმად იცინიან ალბათ დემონები,
აღარც მთვარე ჩანს და აღარც მისი სწორი...

ადრე მზის ამოსვლა მეტად მიხაროდა,
ახლა გათენებაც ისე უმი არის,
თითქოს შემძულდესო მთელი სამყარო და
მაშინ დღეც ჩაივლის მე და ღამეს შორის.

იდგა ივნისი და მშურდა გაზაფხულის,
ქუდს რომ მოირგებს და დაგემშვიდობება,
გინდა დღე დათვალე თუ გინდ წელიწადი,
სახადს რომ მოიხდი გულიც დამშვიდდება....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები