* * * სახე კრთის ცრემლის ღვარებში, წყევლა ჩამესმის ყურშია, სიკვდილს ჩავხედავ თვალებში, შიშს არ გავივლებ გულშია...
ღმერთთან დავიწყებ საუბარს, უნაგირს ვკადრებ მერანსა, გამოვუდგები საომრად ჩემს ავსა ბედისწერასა!
ოდესმე ხომ დავეწევი_ ვნახავ ვინ ვისი მჯობნია, ან დავცემ ან დავეცემი... მორჩილებას ეს სჯობია!
ჭკვიანად იყავ, ქალაუ, თოლნ არ გაგექცეს გვერდზედა, თორ სხვები მოგიტაცებენ, როგორც უქნიათ ბევრზედა!
სანამდის გული მიფეთქავს და თოლნი მიჭრის ტიალნი, ნეტავ ვინ რასმე შაგბედავს _ დავაწყებინო ხრიალი?!
ვინ წაიტლიკავს ენასა, მოჰყვება ბრიყვულ ბოდვასა, რომ იმის სისხლი შავასვა ჩემს გაუმაძღარ გორდასა?!
სიკეთეს ღმერთთან ვსწავლობდი და მტერთან თავის გატანას, სანამ ვარ, კაცი ვიქნები, მუხლს არ მოვუყრი სატანას!
მე ამბორს შენთან ვსწავლობდი, ომს მასწავლიდა სოფელი... მეც მინდა თბილი ოჯახი, მეც მინდა ვიყო მშობელი,
მეც მინდა ზამთრის ღამეში ზღაპარს მოვუყვე ბალღებსა, ალერსს გტაცებდე მალულად, გეკონებოდე ბაგესა...
შენ კიდევ შენსას კიკინებ, რიდი არა გაქვს კაცისა, რამდენიც გინდა იხტუნე, მინამ სოფელი გაცლისა!
მირჩევნის მთას შევეხიზნო, გადავიჩეხო სალ კლდესა, შენ მაინც არ შეგეშვები, თუნდ დევნით ქანცი გამძვრესა...
მეტად არ შაგევედრები, ფუჭად არ ვხარჯავ სიტყვებსა, ტყეს შევაფარებ, მალულად, ჩემს გამწარებულ სიყრმესა...
წყეულმა წუთისოფელმა ბევრი სიმწარე მაჩვენა... მაგრამ არც სხვისად არ გაქცევ, სანამდი მიჭრის მარჯვენა!
* * * ლექსი? _ ეშმაკმაც წაიღოს, ჯანდაბას ჰქონდეს გზაკვალი; შენ შენი უნდა გაიღო, თუ არ ხარ მტერი, მზაკვარი!..
რად გინდა წველა ზროხისა, ბაღჩაც რა შენი საქმეა?! _ ყველაი უნდა დააგდო, თუკი რამ საქმე სადმეა _
შენ უნდა იწვე ლოგინსა, საამოდ კაცის სურვილთა, სიშიშვლით მზერას უტკბობდე, შმაგად უკლავდე წყურვილსა,
უფსკრულში თან მიჰყვებოდეს შენი თვალების ჩანჩქერსა, გისრესდეს ძუძუს თავებსა, გეკონებოდეს ბაგესა...
ავაჰმეე, რარიგ მენატვრის, რომ დაგიკოცნო თვალები, გადაგითრიო ბუჩქებში, მოგაზღვევინო ვალები,
შემოგეხვიო სხეულზე, როგორც ბალახი ხვიარა, რომ მომიშუშდეს ყველაი შენგნით დასმული იარა,
დაგაწყებინო კანკალი, აგატეხინო კივილი, მინავლდეს სულის დარდები, განმიქრეს სისხლის ტკივილი...
არ ვდარდობ არცა სიცოცხლეს, არც სხვა რამ სადარდებელსა, არ მსურს ცას გამოვეკერო, ვემსგავსო მიხრწნილს ბებერსა,
მაგრამ სანამ ვარ ჯეელი, სანამ მწვავს ვნება შენდამი, შავქმნათ ახალი სამყარო, მხოლოდ ჩვენ ორმა... შენ და მე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. " სიკეთეს ღმერთთან ვსწავლობდი და მტერთან თავის გატანას, სანამ ვარ, კაცი ვიქნები, მუხლს არ მოვუყრი სატანას! "
კარგია... " სიკეთეს ღმერთთან ვსწავლობდი და მტერთან თავის გატანას, სანამ ვარ, კაცი ვიქნები, მუხლს არ მოვუყრი სატანას! "
კარგია...
10. :)) ისე გურიაც ხომ მთაა? თუ მარტო ჩოხატაური ითვლება მთად? წითელი ხელი უნდა ამას. ;) :)) ისე გურიაც ხომ მთაა? თუ მარტო ჩოხატაური ითვლება მთად? წითელი ხელი უნდა ამას. ;)
9. პირველი ლექსი უფრო მომეწონა. პირველი ლექსი უფრო მომეწონა.
8. უი,პილიგრიმ,მეორე ნიკიც გქონია? მე არ ვიცოდე ეგ,მეგონა მარტო დაღლილ ვირებზე და მატარებლის ბიჭებზე შეგეზლო წერა; შენი პოეზია უფრო მომეწონა,ვიდრე ,,პროზა"_ გურული ,,ვეფხისტყაოსნიდან" დაწყებული,ხალხური მოტივით დამტავრებული. ე,ბიჭო,რას გვანერვიულე ამდენი ხალხი,მშვენიერ ლექსებს წერ თურმე...ასე არ ჯობია ,შე კაცო? მარტლა გამიხარდა,გეფიცები,ახლა სულ სხვა კუთხიდან შეგხედე და მომეწონე :*
უი,პილიგრიმ,მეორე ნიკიც გქონია? მე არ ვიცოდე ეგ,მეგონა მარტო დაღლილ ვირებზე და მატარებლის ბიჭებზე შეგეზლო წერა; შენი პოეზია უფრო მომეწონა,ვიდრე ,,პროზა"_ გურული ,,ვეფხისტყაოსნიდან" დაწყებული,ხალხური მოტივით დამტავრებული. ე,ბიჭო,რას გვანერვიულე ამდენი ხალხი,მშვენიერ ლექსებს წერ თურმე...ასე არ ჯობია ,შე კაცო? მარტლა გამიხარდა,გეფიცები,ახლა სულ სხვა კუთხიდან შეგხედე და მომეწონე :*
7. გადაგიკეთებია გიო ეს ლექსი:) ++++++++++++++++++++++++++++ გადაგიკეთებია გიო ეს ლექსი:) ++++++++++++++++++++++++++++
6. გამოგსვლია, აბა ეხლა სახალხოდ გამოტყდი ვის მიუძღვენი ეს ლექსები... =)))
5 ქულა რა თქმა უნდა.
გამოგსვლია, აბა ეხლა სახალხოდ გამოტყდი ვის მიუძღვენი ეს ლექსები... =)))
5 ქულა რა თქმა უნდა.
5. ამ კილოზეც მშვენივრად გამოგდის, მინდა გითხრათ. ამ კილოზეც მშვენივრად გამოგდის, მინდა გითხრათ.
4. დიდგულა ლექსებია. :) + დიდგულა ლექსებია. :) +
3. "მთიულურად" არა, მთის კილოზე, ზოგადად :)
ისე, მთიელები ლამის სულ ლექსებად ლაპარაკობენ და გურულიც თუ არ შეეშველებოდი ახლა...:)
არუშავდა ამ სალაღობო-სატრფიალოებს.
"მთიულურად" არა, მთის კილოზე, ზოგადად :)
ისე, მთიელები ლამის სულ ლექსებად ლაპარაკობენ და გურულიც თუ არ შეეშველებოდი ახლა...:)
არუშავდა ამ სალაღობო-სატრფიალოებს.
2. მეც დავეთანხმები ოთარს.....5 მეც დავეთანხმები ოთარს.....5
1. ორივე ლექსი მშვენიერი გამოგსვლია, კარგია, ერთიამოსუნთქვით იკითხება. 55 ორივე ლექსი მშვენიერი გამოგსვლია, კარგია, ერთიამოსუნთქვით იკითხება. 55
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|