გაზაფხულის თბილი და მზიანი დღეა, ნათელი. განწყობაც მზიანი აქვს ყველას, ხალისიანი და საქმიანი. ფუსფუსებენ, დარბიან, ზოგი ზევით, ზოგი ქვევით. - აბა ყვავილები, აბა ფერადი ბუშტები. ეს გაიტანეთ, ის შემოიტანეთ. -ერთხელ კიდევ გავიმეოროთ ბავშვებო.- ისმის ხმები აქეთ-იქიდან. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადება ყველა. -აბა დამენახეთ ბავშვებო. სადღესასწაულო ფორმა ხომ ყველას გაქვთ? -დედაშენი მოვა, შენ მოგიტანეს, შენ უკვე გაცვია.- ხმამაღლა გამოთქვამს თავის ფიქრებს მასწავლებელი და თან პატარებს ათვალიერებს. -ბოლო სიმღერის დასრულებისთანავე ყვავილებს მივართმევთ დედებს, ბებიებს, ვინც თქვენს საყურებლად მოვა. -მასწავლებელო მე თქვენ მოგიტანთ!- ამბობს პატარა, გამხდარი ბიჭი და ბავშვური ღიმილით უცქერს პედაგოგს. -რატომ პატარავ? არ მოვლენ შენთან? -ინტერესს იჩენს ზეიმზე დასასწრებად მოსული, მასწავლებლის მეგობარი ქალი. -დედა უკვე იყო, სანამ კიდევ მოვა, დაჭკნება ყვავილები.- მხოლოდ წამიერად ჩნდება მის თვალებში ნაღველი, მერე ისევ ჭინკები იწყებენ თამაშს და მხიარულად უერთდება თანატოლებს ბავშვი. - პროგრამითაა აყვანილი, " მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის პროგრამით". ასრულებს განმარტებას მასწავლებელი. დედის დღეს აღნიშნავენ დღეს და ზეიმია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. პატარა გულების ტკივილი...:( :-*
პატარა გულების ტკივილი...:( :-*
7. პატარა გულების ტკივილი...:(
პატარა გულების ტკივილი...:(
6. "სანამ დედა მყავს არ დავბერდები" მშვენიერი ემოციური პაწაწუნა მოთხრობა , ღრმა აზრით! "სანამ დედა მყავს არ დავბერდები" მშვენიერი ემოციური პაწაწუნა მოთხრობა , ღრმა აზრით!
5. შეუძლიათ, თუმცა არ ხდება ასე ან იშვიათად. მტკივა ასეთი ბავშვები.:( შეუძლიათ, თუმცა არ ხდება ასე ან იშვიათად. მტკივა ასეთი ბავშვები.:(
4. კარგია, რეალობაში ხომ შეუძლიათ ეს ერთი დღე აჩუქონ შვილებს, ანდა ვინ იცის როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის კარგია, რეალობაში ხომ შეუძლიათ ეს ერთი დღე აჩუქონ შვილებს, ანდა ვინ იცის როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის
2. როცა გვერდით ჰყავს დედა, ყველა პატარასთვის ზეიმია დედის დღე.:) გმადლობთ აირინ. როცა გვერდით ჰყავს დედა, ყველა პატარასთვის ზეიმია დედის დღე.:) გმადლობთ აირინ.
1. როცა დედა გყავს, ყოველი დღე ზეიმია და დღესასწაული. :) როცა დედა გყავს, ყოველი დღე ზეიმია და დღესასწაული. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|