შენ ერთი სიტყვაც ვერ გაიმეტე მე მოგიძღვენი მთელი სამყარო, შენ ხელის მოსმით გაანადგურე ვნება, გრძნობები, იქნებ ამაყობ რომ ასე უცბად, უმტკივნეულოდ დამტოვე შორით, ზამთრის დანათოვს მავიწყებს წლები, ის მაინც გეთქვა არ მოხვიდოდი ჩემთან არასდოს.. აღარ დაგიცდი, გარეთ გაწვიმდა, განწყობა სულში თითქოს სამარტო, შენ აღარ მოხვალ და ვაკვირდები ერთგული დარჩა ჩემთვის ცა - მარტო.