ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2014


* * *

იცი, რომ მოვალ თეთრ კვირტებად შუა ზამთარში
და შენ უცნაურს დაინახავ მასში ვერაფერს,
გჯერა, რომ გრძნობებს ვამჯობინე გრძნობით თამაში,
და მოწმენდილ ცას მირჩევნია მასზე ელავდეს.
იცი ლექსები მე გამიხდა დღეს იშვიათი,
რადგან მიზეზი დაწერისთვის შენ ერთი მყავდი
და დღეს მე მტკივა, რომ ოდესღაც არ იშვი ათი,
ათჯერ დაგწერდი და ათჯერვე წაგიკითხავდი.
ფურცლებს კი, ალბათ, ქვეყანაზე ყველას დავხევდი,
შენზე დავწერდი სტიქონებს და დარჩენილ სტიგმებს,
გადმოვხედავდი მედიდურად, როგორც თავხედი
და გეტყოდი, რომ ვერასოდეს ვერვინ გამიგებს,
თუ რატომ ვფიქრობ, შენხე მხოლოდ ზოგჯერ, ხანდახან,
ბევრი ვერ აღწევს ამ სულში და გამოდის ზოგი
და ვერ ხვდებიან, რომ დღეს ჩემთან შენ სულ არახარ
და ამიტომაც სამომავლოდ გამოგიზოგე,
როგორც, ზამთარში იშვიათი, ერთი თბილი დღე,
როგორც, სულ ბოლო ამომშრალი, წყაროს წვეთები
და ეს ტკივილი მე მეგობრად რატომ მივიღე,
ვერვინ გამიგებს, შენ კი ალბათ მერე მიხვდები,
გაგიკვირდება, არასოდეს  ჩემი ძახილი,
როცა ზამთარში შენთან მოვალ, მე თეთრ კვირტებად
თვალში მოგხვდება სისხლიანი ჩემი მარხილი
და სითეთრეში ეს სიწითლე გაგიკვირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები