ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2014


მე და ადამიანები

იწვის შუაღამის ბნელი ირონია,
თრთიან უმუსიკოდ მწვანე ლიანები
სხვისთვის არაფერი, ჩემთვის მირონია
მელანს, რომ ეძახით ადამიანები

მთვარეს ჩასასვლელის გზები აერია,
და მეც არეული სადღაც ვიარები
თქვენთვის არაფერი, ჩემთვის ჰაერია
ლექსებს, რომ ეძახით ადამიანები

მოდის უხმაუროდ ფიქრთა აგონია
ახლან უხმაურო თავისიანები
მცირე მატარებლის დიდი ვაგონია
ტკივილს, რომ ეძახით ადამიანები

თვითონ ვერ იგებენ ვის რა ურჩევნია
იყვნენ ინები თუ, იყვნენ იანები,
მაგრამ სულ უბრალო, სულის ჭურჭელია
სხეულს, რომ ეძახით ადამიანები

არის ოცნება და არის სინამდვილე
მეკი არცა ვარ და არც დავიმალები
სხვისთვის სირთულეა მე კი ვიადვილე
სიყვარულს ეძახით ადამიანები
მთვარეს ჩასასვლელის გზები აერია
და მეც არეული სადღაც ვიარები
თქვენთვის არაფერი, ჩემთვის ჰაერია
ლექსებს, რომ ეძახით ადამიანები




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები