ეს წერილები ჩვენი გარდაცვლილი სიყვარულის შვილები იყვნენ, რომლებიც გვიან ღამით დაიბადნენ მიტოვებულ საავადმყოფოში, სრულ სიბნელესა და ბინძურ პირობებში, სადაც ექიმი ხელისცეცებით ეძებდა ხელსაწყოებს. მერე, როცა უფრო დაღამდა, შემოვიდა მოხუცი მედდა, საგულდაგულოდ გამოპრანჭული და ენის ჩიფჩიფით, თითქოს, რაღაც სასიხარულო გვამცნო... მაინც ვერაფრით ვუშველეთ...
გულის თანდაყოლილი მანკი უხუთავს პეპლებით ამოჭმულ სულს და გვიკვდება. არაფერი შეგვიძლია. ვდგავართ: მე შავი, დამხობილი კაბით, გადაჭრილი ვენებიდან გაფუჭებული ონკანივით დროდადრო ასხამს სისხლი და პერიოდულად ეთერზეთებით მაბრუებენ, რომ დაკრძალვის დღეს ფორმაში ვიყო. შენ შავი პერანგი გაცვია და ხელებს რომ ზევით სწევ, გახუმებული ძარღვები დამშრალი მდინარეებივით მხოლოდ კალაპოტებად გეტყობა. ყველაფერზე შევთანხმდით უკვე. ხალხი დაპატიჟებულია. ჩვენი უსაშველო სიყვარული კი თანდათან სულ უფრო იშვიათად აფახულებს თვალებს, რომელსაც ერთდროულად დავუხუჭავთ, როგორც ომში საპატიოდ გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს. ჩვენში კრემაცია ნებადართული არ არის, თუმცა მე მინდა, მუჭით მარილივით მოვაყარო ნამწვავები დამშეულ მიწას და პირი რომ აუმლაშდება, ჩემი ცრემლები ვიწრო ჭიქიდან გადავუსხა. მერე იქნება არაფერი. მერე ყველაფერი გახმება და სამყარო დაესგავსება გვალვაში გაზრდილ მცენარეს, რომელიც დაბადებიდანვე დაჭკნობისთვის იყო განწირული. მე არაფერი შემიძლია. მე მხოლოდ ის შემიძლია, ტანზეგაუხდელად მივწვე მიწის სითბოშერჩენილ მკლავებში და ზურგის ქარს დაველოდო, ჭრილობებზე რომ სული შემიბეროს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. უკაცრავად, პოეზია რა შუაშია აქ...
უკაცრავად, პოეზია რა შუაშია აქ...
14. უკაცრავად, პოეზია რა შუაშია აქ...
უკაცრავად, პოეზია რა შუაშია აქ...
13. არ ვიცი, რა გითხრათ. ჩემი ცხოვრების კონკრეტული ეტაპი იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, უფრო მძაფრად თუ არა, მინიმუმ, ასე მართლა ვგრძნობდი. მადლობა :* არ ვიცი, რა გითხრათ. ჩემი ცხოვრების კონკრეტული ეტაპი იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, უფრო მძაფრად თუ არა, მინიმუმ, ასე მართლა ვგრძნობდი. მადლობა :*
12. არ ვიცი, რა გითხრათ. ჩემი ცხოვრების კონკრეტული ეტაპი იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, უფრო მძაფრად თუ არა, მინიმუმ, ასე მართლა ვგრძნობდი. მადლობა :* არ ვიცი, რა გითხრათ. ჩემი ცხოვრების კონკრეტული ეტაპი იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, უფრო მძაფრად თუ არა, მინიმუმ, ასე მართლა ვგრძნობდი. მადლობა :*
11. სმიტს დავეთანხმები ამჯერად...:) გადატვირთული მეჩვენა და ცოტა ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს...:-* საერთოდ კი ეს ჩემი ერთერ ტი საყვარელი ავტორია... სმიტს დავეთანხმები ამჯერად...:) გადატვირთული მეჩვენა და ცოტა ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს...:-* საერთოდ კი ეს ჩემი ერთერ ტი საყვარელი ავტორია...
9. კრემაცია ფერფლი, ზურგის ქარი! კრემაცია ფერფლი, ზურგის ქარი!
7. მეორე ნაწილი უფრო იგრძნობოდა
თუმცა გადატვირთული მგონია მეორე ნაწილი უფრო იგრძნობოდა
თუმცა გადატვირთული მგონია
5. საინტერესოდ გადმოცემული შეგრძნებებია, ბასრი ფრაზებით, ზუსტი აქცენტებით...
ამ ავტორს რომ არ უნდა დაეწერა, ისეთი რამაა :)
საინტერესოდ გადმოცემული შეგრძნებებია, ბასრი ფრაზებით, ზუსტი აქცენტებით...
ამ ავტორს რომ არ უნდა დაეწერა, ისეთი რამაა :)
4. ამ თემაზე ფიქრი მე არ მიყვარს, ნაწერს რას ვერჩი მშვენიერია ამ თემაზე ფიქრი მე არ მიყვარს, ნაწერს რას ვერჩი მშვენიერია
3. მიფიქრია ამ თემაზე. კარგია მართლაც. მიფიქრია ამ თემაზე. კარგია მართლაც.
2. ძალიან მომეწონა მე ეს ,კარგი სიმბოლოები და მხტვრული სახეებია...ცოტა რიტმულობა დამაკლდა,მაგრამ კარგია + + ძალიან მომეწონა მე ეს ,კარგი სიმბოლოები და მხტვრული სახეებია...ცოტა რიტმულობა დამაკლდა,მაგრამ კარგია + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|