 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2014 |
ტოვებ ბავშვობას, დაბალ ტანით უცქერ ზემოდან, ხვდები, შეცდომებს ვერ აწებებ ვერც ერთ წებოთი... ღმერთს სცემ პატივს და შენი ნება თუ იქნებოდა, ალბათ ამ ქვეყნად საერთოდაც არ გაჩნდებოდი.
შემოგეჩვია ეს წლებია ლექსებით ლოცვა, გასაზომია შენი გზა შენი მიზნები. ამ დღის აღნიშვნა მაშინ არის კეთილი, როცა გრძნობ და ამჩნევენ, კაცის გზისკენ როგორ იზრდები.
შენ კარგად იცი უნიჭო და მარტინ იდენიც... თუმც შენი ბედის უფრო მეტად გიყვარს ლოდინი. საკუთარ თავთან ამდენ ცოდვას არ ჩაიდენდი, სიკვდილზე ფიქრი რომ იცნო და გაწვეს ლოდივით.
გასაზომია ყველა გზა და იწვის ცის თონე. თითქმის ყოველ დღე პინკ ფლოიდს და სასმელს მიჩივი... შენთვის იყავი, ნუღა უღრენ ამ ბრბოსაც, თორემ ამდენ ჭკვიანში იხედები ერთი გიჟივით.
გადის ბავშვობაც, წვიმას ტოვებს გვალვები სახტად, მიდიხარ - ცდები, გარბიხარ და აღარ ეცემი... შენ შეჯერდი და მე - შენი ძმა, აგიგებ საყდარს, იქ რომ იცხოვრო სიკვდილამდე, აღიკვეცები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ტოვებ ბავშვობას, დაბალ ტანით უცქერ ზემოდან, ხვდები, შეცდომებს ვერ აწებებ ვერც ერთ წებოთი... ღმერთს სცემ პატივს და შენი ნება თუ იქნებოდა, ალბათ ამ ქვეყნად საერთოდაც არ გაჩნდებოდი.
გადის ბავშვობაც, წვიმას ტოვებს გვალვები სახტად, მიდიხარ - ცდები, გარბიხარ და აღარ ეცემი... შენ შეჯერდი და მე - შენი ძმა, აგიგებ საყდარს, იქ რომ იცხოვრო სიკვდილამდე, აღიკვეცები...
ტოვებ ბავშვობას, დაბალ ტანით უცქერ ზემოდან, ხვდები, შეცდომებს ვერ აწებებ ვერც ერთ წებოთი... ღმერთს სცემ პატივს და შენი ნება თუ იქნებოდა, ალბათ ამ ქვეყნად საერთოდაც არ გაჩნდებოდი.
გადის ბავშვობაც, წვიმას ტოვებს გვალვები სახტად, მიდიხარ - ცდები, გარბიხარ და აღარ ეცემი... შენ შეჯერდი და მე - შენი ძმა, აგიგებ საყდარს, იქ რომ იცხოვრო სიკვდილამდე, აღიკვეცები...
1. გილოცავ... 5 გილოცავ... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|