თავი პირველი
თვალებში ერთბაშად ჩამოწვა ბინდი. მერე ცოტა გაბაცდა, გაფერადდა და თვალწინ, ცხვირთან აცირციტდნენ ფერადი ბუშტები. რამდენიმე საათით გონება დავკარგე, თითქოს სიზმარში ვიყავი და წითელ, ჟრუანტელისფერკაბიან ქალს ველაპარაკებოდი: --დავიღალე_ ვანიშნე მხოლოდ. --ჯერ ადრეა_ ათასი ცდუნება უციმციმებს გუგებში. --ყველაფერი დამთავრდა_ცრემლებით მაქვს სავსე თვალები. ---არ დამთავრებულა,ჯერ არა. შემიძლია შანსი მოგცე. ---შანსი? კარგად ჟღერს, მაგრამ რისი შანსი? ამ ასაკში? ---რაც გაწუხებს, ყველაფრის დაბრუნების შანსი. ---ნეტავ ყველაზე მეტად რა მაწუხებს?--ფიქრის თავი არც მაქვს, რომ გამახსენდეს. ---ასაკი გაწუხებს და ძლიერი გრძნობის სურვილი, უკანასკნელი სიყვარულის, მე ვიცი. ---არც პირველი მწვევია განსაკუთრებულად_ სინანულით ვამბობ, მაგრამ კვლავ უხმოდ. ---ეს სხვაა, მე მხოლოდ მუზას მოგცემ, ერთი წლით. შენზეა, როგორ გამოიყენებ. ---მუზა რად მინდა, არაფრის ნიჭი არ მაქვს. ---მუზა თვითონ მოგცემს ნიჭს
თითქოს ხელი მკრეს, აზრზე მოვედი.თვალებიდან ხედვა მიჭირს და ქუთუთოები მამძიმებს.საავადმყოფოში ვარ, რომ არ გახსოვდეს, ამ სუნით მაინც მიხვდები, რომ იქ ვარ .რამდენი მილით და ნემსით დაბმული და დაჩხვეტილი მკლავით.წვეთოვანი მიდგას და ჩემს სისხლს "ამდიდრებს". ცხადივით სიზმარი იყო ყველაფერი და რაღაცნაირად დანაშაულზე წასწრებულივით შემრცხვა.
ვგრძნობ თავი მტკივა. ვერ ვაცნობიერებ , რა დამემართა.
ჩემს "გამოსვლას"სიხარულით შეხვდნენ ახლობლები.თავს მევლებიან, ჩანს, ოპერაცია გამაბედინეს და მათთან წინააღმდეგობა არ გამივიდა.ადგილიდან ვერ ვირყევი , გადაბრუნება მიჭირს და ყოველ უნებლიე მოძრაობაზეც კი მუცელთან მჭიმავს ნაკერები . რამდენჯერაც ხელით მოვისინჯე, იმდენჯერ მტკივა.
საავადმყოფოდან მეხუთე დღეს სახლში წამიყვანეს .გული მეხუთებოდა და წამლებისა და იოდის სუნზე მაზიდებდა. ვეღარც ექიმს ვიტანდი და ვეღარც მნახველებს.
როგორც კი ფეხზე ავბობღდი და სიარული შევძელი, სარკესთან მივედი , მაგრამ წელმოწყვეტილივით დავჯექი, მოულოდნელობისაგან, რაც დავინახე და გაკვირვებისგან მუხლი ჩამეკეცა. ჩამოვჯექი. სარკიდან ახალგაზრდა ქალი იმზირებოდა. თვალები მოვიფშვნიტე, ლიბრი მოვიცილე და ისევ ჩავიხედე. ახლაც ისევ ის ახალგაზრდა ქალი მიმზერდა. სადღაც მენახა ეს პირისახე. მეცნო. მერე დავიძაბე და დედაჩემის ახალგაზრდობის სურათს მივამსგავსე. დაუჯერებელი ამბავი ხდებოდა და ამას მხოლოდ მე ვგრძნობდი, შინაგანად ვასხივებდი , გული ახალაგაზრდულად მიცემდა და თავი ოცი წლის გოგოსავით მელამაზებოდა. გარეგნულად ვერავინ ამჩნევდა ამ გარდასახვას. ამიტომ არც ბევრი ახსნა განმარტება დამიწყია ოჯახისათვის, ვერ გამიგებდნენ.სასაცილოდ არ ეყოფოდათ, რომ მეთქვა , ოცდაათი წლით გავახალგაზრდავდი და გული პატარა გოგოსავით თავგადასავლის მოლოდინით მაქვს სავსე_თქო.
დღე გადის, დრო არ ჩერდება...თუ როგორცაა ერთ დღესაც, , სახლში მარტო დავრჩი და კომპიუტერს მივუჯექი. მთელი დღის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, მაგრამ როცა ჩემმა გოგონამ დარეკა, გვიან მოვალთო, სასოწარკვეთას ისევ წერა ვამჯობინე.
მოდი დავწერ, რასაც ვფიქრობ ამ წუთას _გამიელვა გონებაში. ვწერდი და ვწერდი, ხან წავშლიდი, ხან შევასწორებდი და დილის ოთხ საათამდე კიდევაც მოვრჩი წერას. გადავიკითხე. კმაყოფილი დავრჩი და მაშინვე გამოვაქვეყნე ჩემს კედელზე. დილით, სამსახურში წასულს გზაში მეგობარი შემხვდა და მკითხა: ---ვისი დაწერილია, რაც გამოაქვეყნე?
შემრცხვა, პირველად ვიუარე, არ მესმის, რაზე მეუბნები მეთქი. --რაღაც მსგავსებები დავინახე შენს ისტორიასა და იმ წერილშიო. გამოვტყდი, წუხელ ნანა ისე გვიან მოვიდა, ნერვიულობისგან რაღაც დავწერე, არ გადამიკითხავს, ძალიან ემოციურად ვიყავი და როგორც კი ვნახავ, მაშინვე წავშლი-მეთქი. ---არ მესმის რატომ უნდა წაშალო, მშვენიერი იყო. პირველი შექება მესიამოვნა.
ნუთუ ეს ისაა, ჟრუანტელისფერმა ქალმა სიზმარში რომ მითხრა? --წამიერად გავიფიქრე და იმ წამსვე დამავიწყდა. მუზა არა ისა--შევანათე სამსახურში და საქმე განვაგრძე.
გული რომ აგიწაწანახდება და მოსვენებას არ მოგცემს, ისე დამემართა. ავდექი და წერილი ლიტერატურულ საიტზე გამოვაქვეყნე. ახლა მიკვირს, რას მოველოდი, ალბათ თანადგომას ანდა არ ვიცი რას. მე ხომ ამ საქმის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. პირველი გამოხმაურება არ მომეწონა და რამდენიმე ხნით საერთოდ მიმავიწყდა ყველაფერი, მაგრამ ერთ დღეს სრულიად შემთხვევით ისეთი გზავნილი დამხვდა, ხუთასორმოცი გრადუსით შემოაბრუნა ჩემი ცხოვრება. ხუთასორმოცი იცით რამდენია? ხო, ზუსტად მასეა. დატრიალდები და მერე ნახევარ წრეზე წახვალ.
ვერ ვიტყვი, რომ დიდი სურვილი მქონდა, რამე დამეწერა. მაგრამ ინტერესი მართლა მქონდა, ვინმეს დავკონტაქტებოდი და ჩემი გულის ნადები გამენდო.
მე ხომ სულიერად ვანათებდი, მინდოდა გამომემჟღავნებინა.მაინტერესებდა, სხვაც იგრძნობდა თუ არა ჩემს შინაგან ნათებას.
ყველაზე მეტად ბავშვობაში მაისის თვე მიყვარდა, როცა ციცინათელები გამოჩნდებოდნენ ხოლმე საღამოობით და გულს შემიხტუნებდნენ .(მაინც ისე მოულოდნელად იციან ხოლმე გამოჩენა, რომ გული ამიფრთქიალდება ახლაც) დავისვამდი რომელიმეს ხელის გულზე და ვათვალიერებდი, მინდოდა მისი ნათების საიდუმლო გამომეცნო.ერთი ორჯერ კიდევაც შემომეჭყლიტნენ თითებში და ფოსფორით გამთხვარეს.... მაისის ყოველ თბილ საღამოს ჩემი საყვარელი გასართობი ეგ იყო.
ერთხელ ასანთის კოლოფში ჩავსვი ორი ცალი და დილით, გაღვიძებისთანავე პირველად მას ვეცი. კოლოფში შეუხედავი წითური მწერები დაბობღავდნენ.აი მაშინ გავიფიქრე , რომ ის ვინც ღამით ანათებს, დღის სინათლეზე შეიძლება უსახურიც იყოს და ისინი მაინც ციცინათელები არიან მეთქი... ამის შემდეგ განსაკუთრებით შემიყვარდნენ ციცინათელები. ისინი ხომ ღამით ასხივებენ და თან რა ლამაზები არიან, რა სავალდებულოა იცოდე, დღისით როგორები არიან?
ხო, პირველი გზავნილზე ვყვებოდი: ადამიანი, რომელიც გავიცანი, ორი ნაკლის მქონე იყო, ექიმი და თან ქუთაისელი. ერთიც ეყოფოდა, რომ არ მომწონებოდა, მაგრამ მომეწონა...
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დამაინტრიგეთ :) მოუთმენლად ველი გაგრძელებას! <3 ++ დამაინტრიგეთ :) მოუთმენლად ველი გაგრძელებას! <3 ++
2. კარგად იკითხება ტაატით დაძაბვის გარეშე :)
წარმატებებიი ++ კარგად იკითხება ტაატით დაძაბვის გარეშე :)
წარმატებებიი ++
1. ვერ ვიტყვი, რომ დიდი სურვილი მქონდა, რამე დამეწერა. მაგრამ ინტერესი მართლა მქონდა, ვინმეს დავკონტაქტებოდი და ჩემი გულის ნადები გამენდო.
ადამიანი, რომელიც გავიცანი, ორი ნაკლის მქონე იყო, ექიმი და თან ქუთაისელი. ერთიც ეყოფოდა, რომ არ მომწონებოდა, მაგრამ მომეწონა...
კარგად მესმის შენი... ა, ბოლოზე კი - გამეცინა... ქუთაისელობა "გრეხია"? მაი ქუთეისლებმა არ გეიგონ, თუარაააა... :))))))))))))) ვერ ვიტყვი, რომ დიდი სურვილი მქონდა, რამე დამეწერა. მაგრამ ინტერესი მართლა მქონდა, ვინმეს დავკონტაქტებოდი და ჩემი გულის ნადები გამენდო.
ადამიანი, რომელიც გავიცანი, ორი ნაკლის მქონე იყო, ექიმი და თან ქუთაისელი. ერთიც ეყოფოდა, რომ არ მომწონებოდა, მაგრამ მომეწონა...
კარგად მესმის შენი... ა, ბოლოზე კი - გამეცინა... ქუთაისელობა "გრეხია"? მაი ქუთეისლებმა არ გეიგონ, თუარაააა... :)))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|