ომი წავაგეთ მეგობარო... ომი წავაგეთ, დღეს სიხარულის ზარის ნაცვლად რეკავს სხვა ზარი, სვეტიცხოველი ჩვენი ხელით თუკი ავაგეთ, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ოშკის ტაძარი. ომი წავაგეთ ქართველობავ... ომი წავაგეთ, მუხანათობამ მტრის კვლავ დასცა ყველას თავზარი, მაშინ დავმარცხდით: როს ქარქაშში ხმალი ჩავაგეთ, ბრძოლის ველისკენ ლაშქარი რომ ვეღარ დავძარით. ისევ გაისმის სამშობლოში ტკივილის ხმები, ძუძუს მოწყვეტილ ბალღებივით ქვებიც სტირიან, თეიმურაზსაც გაუთეთრდა ბრძოლებში თმები, მეფის რუსეთის მსხვერპლი გახდა შენი ილია. ფოსტალიონი მობრძანდება ვხედავ: შორიდან, ''კაცი იყოო!'' მერე ალბათ მასზეც იტყვიან, ცნობა მოვიდა შემზარავი სტავროპოლიდან: თავი ნაჯახით გაუპესო მხცოვან ყიფიანს. საქართველოდან რომ მიჰყავდათ გოგო-ბიჭები: მონებად ჰყიდდნენ სათითაოდ თურქთა ბაზარზე, და ირხეოდნენ სევდიანად ქარში ფიჭვები, როცა შვილები მიდიოდნენ ერთად სხვა გზაზე. ისევ დავმარცხდით საქართველოვ... ისევ წავაგეთ, აღარ ანთია ძველებურად რწმენის ხანძარი, სვეტიცხოველი მარჯვენათი თუკი ავაგეთ, მარჯვენათივე დავანგრიეთ ხანძთის ტაძარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მიყვარხარ,ოთო! მიყვარხარ,ოთო!
9. დიდი მადლობა ყველას, ნაცნობსაც და უცნობსაც. დიდი მადლობა ყველას, ნაცნობსაც და უცნობსაც.
8. არ ვიცი როგორ გამოვხატო მოწონება)) არ ვიცი როგორ გამოვხატო მოწონება))
7. ისევ დავმარცხდით საქართველოვ... ისევ წავაგეთ, აღარ ანთია ძველებურად რწმენის ხანძარი, სვეტიცხოველი მარჯვენათი თუკი ავაგეთ, მარჯვენათივე დავანგრიეთ ხანძთის ტაძარი.
ნიჭიერო.... :* :)))) ისევ დავმარცხდით საქართველოვ... ისევ წავაგეთ, აღარ ანთია ძველებურად რწმენის ხანძარი, სვეტიცხოველი მარჯვენათი თუკი ავაგეთ, მარჯვენათივე დავანგრიეთ ხანძთის ტაძარი.
ნიჭიერო.... :* :))))
4. კარგი ხარ, ოთარ! :) კარგი ხარ, ოთარ! :)
2. მშვენიერია! 5 მშვენიერია! 5
1. ოთარ, გაგიმარჯოს! ოთარ, გაგიმარჯოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|