უკვე მერამდენე ღამე დამათენდა, წამიც და იწყება ცოდვის ამბოხება ზიზღი ცუდისადმი ჩვენი განახევრდა, ნეტავ მომავალში კიდევ რა მოხდება?
ცაზე ნაცრისფერი ისევ ღრუბლებია, მთვარის გამუქებამ სულში გამატანა ტვინში გრძნობები ხომ სწრაფად ხუნდებიან გულში, რომ იბრძვიან ღმერთი და სატანა
ისევ სამყაროზე ფიქრი მომეძალა, მიხმობს ქვესკნელიდან ბოროტების ხმები მე კი ისევ ვყვირი, ღმერთო მომეც ძალა, მაგრამ უფლის მახვილს, ვერაფრით ვეხები
სადღაც, შუაღამეს, კრუნჩხვა დამეწყება იქვე, ბრძოლის ველზე უქმად მივწვები და თვალწინ ჩამიქროლებს ცოდვის გრძელი წყება, ცოდვის გრძელი წყება, ცოდვის მიწებიდან
ღმერთო რამდენია, კიდევ დასაძლევი?! კიდევ საომარი, ღმერთო რამდენია?! აღარ შემიძლია ბრძოლა შემოქმედო, აგერ დამეწია მეცხრე გამთენია
ძარღვებს დამიხეთქავს სისხლის აჩქარება, როგორც ეს არაგვი არაგვიანია, ცოდვა სიკეთეებს ბევრად აჭარბებდა და დღეს სინანული ალბათ გვიანია
ალბათ, დაცემულ ანგელოს ვგავარ, როგორც აზაზელს, მომკვეთეთ ფრთები და თუ დაცემის პირას მე ვდგავარ ამ სიცოცხლესაც გამოვერთვები
მაგრამ ცოდვისგან განწმენდილი და ათასი ცეცხლის განაწამები, მკვდრეთით ავღდგები მე ამ დილიდან და წლებს ვაჯობებ, არ მსურს წამები
ანდა ცოდვისგან დანწმენდლი და სიკეეთეებში განავარდები, მკვდრეთით ავღდგები, მე იმ დილიდან და კვლავ უფსკრულში გადავვარდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომწონს :**
მომწონს :**
4. ძარღვებს დამიხეთქავს სისხლის აჩქარება, როგორც ეს არაგვი არაგვიანია, ცოდვა სიკეთეებს ბევრად აჭარბებდა და დღეს სინანული ალბათ გვიანია
ლექსი მომეწონა,ოღონდ ზოგი სტროფი 12 მარცვლიანია,ზოგიც_10...ამან ცოტა რიტმიდან ამომაგდო ...თუმცა,ეს ავტორის გადასაწყეტია..++ ძარღვებს დამიხეთქავს სისხლის აჩქარება, როგორც ეს არაგვი არაგვიანია, ცოდვა სიკეთეებს ბევრად აჭარბებდა და დღეს სინანული ალბათ გვიანია
ლექსი მომეწონა,ოღონდ ზოგი სტროფი 12 მარცვლიანია,ზოგიც_10...ამან ცოტა რიტმიდან ამომაგდო ...თუმცა,ეს ავტორის გადასაწყეტია..++
3. ღმერთო რამდენია, კიდევ დასაძლევი?! კიდევ საომარი, ღმერთო რამდენია?! აღარ შემიძლია ბრძოლა შემოქმედო, აგერ დამეწია მეცხრე გამთენია
ნამდვილად კარგია +++ წარმატებები ავტორო
ღმერთო რამდენია, კიდევ დასაძლევი?! კიდევ საომარი, ღმერთო რამდენია?! აღარ შემიძლია ბრძოლა შემოქმედო, აგერ დამეწია მეცხრე გამთენია
ნამდვილად კარგია +++ წარმატებები ავტორო
2. ღმერთო რამდენია, კიდევ დასაძლევი?! კიდევ საომარი, ღმერთო რამდენია?! აღარ შემიძლია ბრძოლა შემოქმედო, აგერ დამეწია მეცხრე გამთენია
მიყვარს ეს სტროფი რატომღაც ღმერთო რამდენია, კიდევ დასაძლევი?! კიდევ საომარი, ღმერთო რამდენია?! აღარ შემიძლია ბრძოლა შემოქმედო, აგერ დამეწია მეცხრე გამთენია
მიყვარს ეს სტროფი რატომღაც
1. არის ლაფსუსები, მაგრამ სასიამოვნო რითმებიცაა :)
,,ცაზე ნაცრისფერი ისევ ღრუბლებია, მთვარის გამუქებამ სულში გამატანა ტვინში გრძნობები ხომ სწრაფად ხუნდებიან გულში, რომ იბრძვიან ღმერთი და სატანა."
ამ სტროფს 5+ არის ლაფსუსები, მაგრამ სასიამოვნო რითმებიცაა :)
,,ცაზე ნაცრისფერი ისევ ღრუბლებია, მთვარის გამუქებამ სულში გამატანა ტვინში გრძნობები ხომ სწრაფად ხუნდებიან გულში, რომ იბრძვიან ღმერთი და სატანა."
ამ სტროფს 5+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|