მზის ამოსვლისას ეს გული სულ სიხარულით იწვის, ''მე ქართველი ვარ'', ერთგული ჩემი ცისა და მიწის. ჩემს მკერდშიც ფეთქავს სამშობლო, რწმენის ანთია ცეცხლი, ჭირი უფალმა გვაშოროს და ოცდაათი ვერცხლი. თუმც გაგვიყიდეს ბიჭვინთაც, მესმის ყივილი მამლის, კვლავ სანთელივით ვიწვი და ტანზე მისვია თაფლი. ცა - ვარსკვლავებით შემკული, მიწა - ღვთისმშობლის წილი, ''მე ქართველი ვარ'', ეს გულიც მამულით არის თბილი.