ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეთუნა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2014


ბამბის ნაყინი

მე ვწყვეტ მაღალფარდოვანი სიტყვებით თამაშს,
მეტაფორებს.
შენ ზიხარ სკვერში, კიბეზე, ლაღად,
ბამბის ნაყინით...
თვალდახუჭული ისე იწვდენ ხელებს ზეცისკენ,
თითქოს იჯერებ ღრუბლის ქულა გიჭირავს ხელში.
მე ვწყვეტ მაღალფარდოვანი სიტყვებით თამაშს.
შენ აგრძელებ...
წარსულის ნამსხვრევებს
შაქრით გაწეპილ თითებზე იკრავ და
კალეიდოსკოპის მილში “ამთელებ.”
მე დაგცინი, შენ იღიმები...
შენი ისე შორს ხარ
აღარც გესმის ჩემი მეტაფორებდაცლილი ხმა..
მე მშურს შენი სევდაც, ღიმილიც...

მზე ახლოს მოდის
(ჩემი დაკვირვების ობიექტი,
უამრავი გაზომვადი პარამეტრით).
შენ შიშვლდები
და ისე ახლოს მიდიხარ მზესთან,
ხელებგაშლილი,
მზე შემოდის შენში,
მზე ხდები.

მე კი ვზივარ კიბეზე ჩუმად
და მიჭირავს ბამბის ნაყინი,
რომელიც ვეღარ იქცევა ღრუბლად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები