ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟულიენ სორელი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2014


ერთი საბრალოს ისტორია

რა სიყვარულიც ლექსით ვაშენე, ის უკვე მოკვდა, გარდაიცვალა.
ხოდა ამიტომ, ჩემმა ცხოვრებამ რაღაცნაირად ფერი იცვალა.
ცხრათვალა მზემაც, თვის თბილი სხივი, ყინულის ლოდად გამოიცვალა,
და ამიტომაც, მუზამაც ჩემთვის ლექსის საწერად ძლივს მოიცალა.
  ვიცნობდი გოგოს, ლამაზს, ეშხიანს. ტაძარში ფრესკას მოგაგონებდა.
  მისი მზერა და ნაზი თვალები, სიცოცხლის წყურვილს შთაგაგონებდა.
  ქალური კდემა, რიდი და სითბო, მის გვერდით ყოფნას მოგაწყურებდა.
  ვინც კი იცნობდა ყველა ეტრფოდა, მასზე ფიქრობდა და ოცნებობდა.
ვწერდი და მწერდა. მწერდა და ვწერდი, განურჩეველად დღის და ღამისა.
სეირნობითაც თავსაც ვიკლავდით, მადლობელი ვარ ამისთვის ღმრთისა.
მერე გაფრინდა. მომენატრა და დამიტოვა მე დროის რისხვა,
ვწერდი და მწერდა. მწერდა და ვწერდი, განურჩეველად  თერთმეტი თვისა.
  ვუწერდი ლექსებს, წერილებს, ფიქრებს. ვუზიარებდი მე გულის ნადებს,
  ხან ვიცინოდით, ხან ვკამათობდით, ხანაც ვჭორავდით "უმსგავსო" ქალებს.
  ლაპარაკითაც ღამეს ვათევდით, არას ვაგდებთით საბრალო თვალებს,
  უძილობითაც მე დატანჯული, მზისგან ვიღებდი ბევრ დღიურ ვალებს.
ჩემი დასტურის გარეშე მოხდა, რომ ჩამივარდა გულში მე ისა,
ვერც კი გამეგო, გოგო გამოჩნდა შეუცნობელი ვით წყალი ცისა,
მაგრამ მხიბლავდა, მიზიდავდა და თავს ვიკავებდი უმისოდ ძლივსა,
მასზე ფიქრებით, წერით და ლოცვით სულ "შევაწუხე" მე დედა ღვთისა.
  მივხვდი, გავები ქალის მახეში, რა დამრჩენოდა თუ არა გრძნობა?!
  ხოდა ავიღე ხელში კალამი, სენტიმენტებზე დავუწყე თხრობა.
  არ გავექეცი მე რეალობას, რომ მომეპოვა სულ ოდნავ ნდობა,
  მაგრამ რად გინდა?! ფეხქვეშ გამთელა, არც მოისურვა ჩემი დანდობა.
როცა გაიგო ხოტბას ვასხავდი გაუცხოვდა და გვერდს გადგა ჩემგან,
თითქოს ის კაცი მე არ ვიყავი, ნუგეშს რო ცემდა სულ რაღაც წეღან,
ვითომც ის დარდი გულს არ მიმედო, მას რაც "აჩუქა" ურიცხვამა დღემან,
ისე გაცივდა, ისე დადუმდა, ვით მოსაკლავად მოსულმან მტერმან.
  გაბოროტებულ ამ ქვეყანაზე უყვარდე ვინმეს არ სიხარული,
  ვინმე ფიქრობდეს, ზრუნავდეს შენზე, დამეთანხმებით არ არის მტრული.
  ამის გარეშე თუ ყოფა გინდა შენი ცხოვრება იქნება ტყუილი.
  ეს ყველაფერი თუ შენ ვერ მიხვდი, მაშ რაღათ გინდა მითხარი გული?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები