ქუჩებში რკინის ჯვრებს რომ დგამენ, ნათურებიანს და ნელ-ნელა რომ უფუჭდება განათებები, ასე მაქვს რწმენაც...
*** ყველა ათეისტს მოვუძებნი გულში ბიბლიას - გავიფიქრე და გავაგრძელე შენთან კამათი...
*** მე საფეთქლებზე შეგეხები ნაჩვევი ცერით, ბრაილის შრიფტით წავიკითხავ შენს უთქმელ სიტყვებს...
*** ჩიტი, რომელსაც კვირაა ვუვლი, (კვირას - რომელსაც ამდენ ხანს ითვლის) გაივლის კვირა და ჩემი გული დარჩება როგორც დაჭრილი ჩიტი...
***
შენდამი შემრჩა გრძნობა როჩორც გათხოვილს გერი, რომ გიყვარს მაგრამ მის გარეშე უკეთესია...
*** გაივლის წლები, არ ვიცი რა ვთქვა, ასე ხდებოდა ოდით და ოდეს, შენ შეიძლება ბავშვი დამარქვა, მოტყუებული კი არასოდეს!
*** მგონია (როცა არაფერი არ ხდება ირგვლივ), მოდიხარ ჩემთან და ყოველ დღე ხის ჯვარზე მაკრავ, კაცი ვარ, ხოდა ვერ ვამბობ, რომ ბავშვივით მიჭირს, როცა ჩვენს სულში გამანძილდა ამდენი აკრი.
მარტია გარეთ, შემოაკლდა თბილისსაც სითბო, მოკვდე სიცივით, გაზაფხულზე, ესეც ბედია და როგორ გვინდა ერთმანეთის სხეულში ვიყოთ, როცა ჩვენ ჩვენი სულებიც ვერ გვიტარებია.
*** ნი. მე ახლა ვწევარ პაპაჩემის ნადურგლარ ტახტზე, უძილობაა, რომ გვაერთებს გიჟსა და ჭკვიანს და როგორ მინდა დავიძინო - თავს ზემოთ ავხტე. შენი გულივით ბაგიბუგობს საწოლის ჭია. ნი, ხომ გითხარი გავფრინდებით, სადღაც იქით შორს, შავი ფრინველიც დავუტოვეთ ვიღაც მესამეს და მე ვიხსენებ შერეკილებს და მის რეჟისორს, მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურად მონათესავეს.
ნი, ხომ გითხარი გავრინდებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ძალიან ნათელი სურათებია ამ პაწუკა ლექსებში. ამაზე კრგი დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. მადლობა ავტორს ასეთი მკაფიო კადრებისთვის. ყოჩაღ! ძალიან ნათელი სურათებია ამ პაწუკა ლექსებში. ამაზე კრგი დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. მადლობა ავტორს ასეთი მკაფიო კადრებისთვის. ყოჩაღ!
11. ძალიან კარგი იყო ...ყველა...ზუსტი ემოცია...განცდა...:-* სემ მომწონხართ...:-* 555 ძალიან კარგი იყო ...ყველა...ზუსტი ემოცია...განცდა...:-* სემ მომწონხართ...:-* 555
10. ბერდები ნამდვილად მერაბ :) ბერდები ნამდვილად მერაბ :)
9. *** გაივლის წლები, არ ვიცი რა ვთქვა, ასე ხდებოდა ოდით და ოდეს, შენ შეიძლება ბავშვი დამარქვა, მოტყუებული კი არასოდეს!
ეს შედარებით კაია, მაგრამ ჩემი თინეიჯერობის დროინდელ სმსებს გავს : ) ნწ, ვბერდები, ვბერდები : ) სტარასტ ნე რადასტ : ) *** გაივლის წლები, არ ვიცი რა ვთქვა, ასე ხდებოდა ოდით და ოდეს, შენ შეიძლება ბავშვი დამარქვა, მოტყუებული კი არასოდეს!
ეს შედარებით კაია, მაგრამ ჩემი თინეიჯერობის დროინდელ სმსებს გავს : ) ნწ, ვბერდები, ვბერდები : ) სტარასტ ნე რადასტ : )
7. კარგებია, მომეწონა :) კარგებია, მომეწონა :)
6. ძვირფასო თოლია ჯონათან, ვერბალური ნათესაობა ჩემს და მის გვართან ასოცირდება ძვირფასო თოლია ჯონათან, ვერბალური ნათესაობა ჩემს და მის გვართან ასოცირდება
4. მე საფეთქლებზე შეგეხები ნაჩვევი ცერით, ბრაილის შრიფტით წავიკითხავ შენს უთქმელ სიტყვებს... მე საფეთქლებზე შეგეხები ნაჩვევი ცერით, ბრაილის შრიფტით წავიკითხავ შენს უთქმელ სიტყვებს...
2. მე საფეთქლებზე შეგეხები ნაჩვევი ცერით, ბრაილის შრიფტით წავიკითხავ შენს უთქმელ სიტყვებს...
შენდამი შემრჩა გრძნობა როჩორც გათხოვილს გერი, რომ გიყვარს მაგრამ მის გარეშე უკეთესია...
ძალიან, ძალიან კარგებია! მე საფეთქლებზე შეგეხები ნაჩვევი ცერით, ბრაილის შრიფტით წავიკითხავ შენს უთქმელ სიტყვებს...
შენდამი შემრჩა გრძნობა როჩორც გათხოვილს გერი, რომ გიყვარს მაგრამ მის გარეშე უკეთესია...
ძალიან, ძალიან კარგებია!
1. ბიძია სემი :)
მშვენიერი რაღაც-რაღაცეები იყო, მართლა ნაგრძნობი და განცდილი, შეულამაზებლად.
"შერეკილების" რეჟისორთან ვერბალური ნათესაობა ვერ გავიგე მთლად კარგად :)
ბიძია სემი :)
მშვენიერი რაღაც-რაღაცეები იყო, მართლა ნაგრძნობი და განცდილი, შეულამაზებლად.
"შერეკილების" რეჟისორთან ვერბალური ნათესაობა ვერ გავიგე მთლად კარგად :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|