ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2021


ადამიანო

ადამიანი მაშინ ხედავს საკუთარ ფიქრებს,
როცა გავლილ გზებს გადახედავს გულწრფელი თვალით,
(ზოგჯერ ამბობენ ვის რად უნდა ეს ჩაფიქრება,
ვერ ასწორებენ იმ შეცდომებს ვერაფრით მაინც. )
ზოგჯერ გადაწყვეტს მთელ ცხოვრებას ერთი ნაბიჯი,
ერთი სიტყვა და ერთი მზერა ცვლის სულ ყველაფერს,
უნდა ეცადო გამოსწორდე სანამ დრო არის,
ადამიანი გავლილ გზებზეც უნდა ფიქრობდეს.
მარტო ის რად ღირს აღიარო ძველი შეცდომა,
საკუთარ თავთან ახლა მაინც იყო მართალი,
აღიარებით იწყებაო კაცად შედგომა,
გამოსწორდება თუკი იცი რაა მთავარი.
ზოგიერთებმა იქნებ მითხრან გაცვითეთ ლექსი,
სულ ყველაფერი დიდი ხნის წინ უმანკოდ ითქვა,
ყველა წარსულში იყურებით დაბერდით ძებნით,
სამყარო რჩება იმნაირი რაც იყო წინათ.
წინ გადადგმული არ არსებობს არსად ნაბიჯი,
ყველა ნაბიჯი უკანაა,მიმყოლი ფეხის,
არცერთი ფიქრი არ შობილა ტვინის გათიშვით,
და ზარმაცია ვინც ცხოვრებას უტვინოდ ებრძვის.
ყოველთვის უნდა ეძიებდეს სინდისი ქენჯნას,
გულწრფელად უნდა ვეძიებდეთ ბილიკებს მრუდეს,
რომ დავინახოთ მომავლისთვის,განცდილი ცოდვა,
ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ საკუთარ გულებს.
ათასჯერ ნათქვამს არ მოსმენით გაუვა ყავლი,
ყანას ყოველთვის გამარგვლა და დაბარვა უნდა,
ასჯერ სხვის ხელში უნდა იწვრთნას ერთხელ ნათქვამი,
რომ ყველა დროში ყველას გული შეკრას ერთ მუშტად.
ყოველთვის უნდა გაიღვიძო შენ შენი თავი,
სანამ ვიღაცის მუჯლუგუნი აგიხელს თვალებს,
როცა კი თავი აღარა გვაქვს წამოვდგეთ ხვალით,
მაშინ ამბობენ შენ გულისთვის იმ ნათქვამ სათქმელს.
ადამიანო ეძებე და იფიქრე მუდამ,
რა გზით იარე და რა გზებით გინდა იარო,
შენ ერთადერთი აღარახარ,სავსეა ქუჩა,
კარგად დაფიქრდი ვიღაცა არ ააყირავო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები