ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2014


სიცხე

                                                                      გარეთ
სიცხეა, ამინდს შეაპარა ივლისმა რინდი,
ღრუბელი ისე გაიფანტა, როგორც გონება,
თუთების  ჩრდილში შეხიზნული სიგრილე იდო
და ისიც გათბა კუბიდონის ისრის მონობით.
ალბათ  ჰორიზონტს რამდენიმე სხივი გამოდო
და დედამიწას დაენარცხა მზე მოწყვეტილი,
მომშვიდო ზღვაში იხრჩობა და ვეღარ ამოდის
ადამიანი გატანილი, სახეყვითელი_
                                                                      მთვარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები