ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
21 ივლისი, 2014


ავადმყოფობის ისტორია

მე, უშენობა მახველებს,
ლამის ჩამწყვიტოს ბრონქები,
ხველება სიცხეს ახელებს,
ტვინში კეთდება როქები.

შენი ნდომით ვარ დაჭრილი,
სხვა ვერ მიამებს იარას,
ტანზე შენგან მაქვს დაყრილი,
ჩუტყვავილასგან კი არა.

გვერდზე რომ ცივად ჩამივლი,
არ იცი რა მემართება,
თირკმელში კენჭი გამივლის,
ფილტვებში მიდის ანთება.

ჩემს ზარებს რომ არ პასუხობ,
მითხარი ეგ რა წესია?
შენ არ იცი და მე მაგ დროს
მეწყება ეპილეფსია.

სამეგობროში დამცინი,
მიხსენებ, როგორც კურიოზს,
მცრი ვადაგასულ ვაქცინით,
მიმწვავებ ტუბერკულიოზს.

გიყვარვარ, მაგრამ არ მიმხელ,
ვითომ დამალვას აზრი აქვს,
ჭირვეულობ და ამით ხელს
აწერ ჩემს ევთანაზიას.

ოღონდაც მერე ინანებ
და ვეღარ გაინაზები,
როდესაც პასუხს მოგთხოვენ
ზნე-ავი მეტასტაზები.

მიგაყენებენ კუთხეში
გულყრა და ჰიპერტონია,
ნევროზი ისეთს დაგმართებს,
ყურს რომ არ გაუგონია.

მაგრამ თუ ჩემი გახდები,
სიმშვიდე დაგიბრუნდება,
ავად გახდები კი არა,
ფრჩხილიც არ ჩაგიბრუნდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები