მაინტერესებს რას საქმიანობ, სადა ხარ ახლა, გძინავს თუ გღვიძავს? რაც ჩვენ დავტოვეთ ურთიერთ არსი, მას მერე ყოფა მე აღარ მხიბლავს, ნეტავ ვიცოდე, რამე თუ გტკივა, გიჭირს და გვერდით ვინმე თუ გინდგას, ან განსაცდელში თუ იმყოფები, ვინ გეუბნება ერთ ლამაზ სიტყვას? მინდა ვიცოდე შენ ახლა რას გრძნობ, მე რომ აღარ ვარ გწყინს თუ გახარებს? იქნებ შენს ფიქრში ადგილიც არ მაქვს, ჩემი ცხოვრება სულ არ გადარდებს, ვფიქრობ ქალური სულისკვეთება გრძნობებს შენს გულში ცივად განაგებს და ამიტომაც ჩემი ლექსები ახლაც ფურცელზე სევდით ღაღადებს. ხომ შეიძლება: რომ ბედნიერობ, სიცილ ხარხარით მზეს ეფიცხები, ძლევამოსილი ბანოვანივით თვალის ჩაკრასკვით რომ არა ცხრები. სულ არ გადარდებს შენზე ვინფიქრობს, დაუოკებელ ოცნებად რჩები, მე კი საბრალო შენზე ფიქრით და ლექსების წერით ვერ და ვერ ვძღები. დრო გავა, ლექსად მოგიძღვნი სიტყვებს, მზე როგორც უწინ ისევ გაგვათბობს, ზაფხულს ზამთარი კვლავ შეეცვლება, თეთრი ფიფქები თავზე დაგვათოვს, შენ შეიძლება აღარ გახსოვდე, სურნელი შენი მე კვლავ დამათრობს, ოხ, როგორ მიჭირს ამ ლექსის წერა, მგონი ფიქრებში ბოღმა დამახრჩობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა და დადებითად გამეღიმა! მომეწონა და დადებითად გამეღიმა!
3. დედას ვფიცავარ თუ ყველაზე მაგარი რაღაც არ იყოს სიყვარული:) მერე რა, რომ რითმები სუსტია. უყვარს.. გაგიმარჯოთ ამ ჭიქით თქვენ:)
დედას ვფიცავარ თუ ყველაზე მაგარი რაღაც არ იყოს სიყვარული:) მერე რა, რომ რითმები სუსტია. უყვარს.. გაგიმარჯოთ ამ ჭიქით თქვენ:)
2. 20-მარცვლიანი ტაეპი ,,ჩახრუხაულის" სახელით იყო ცნობილი,მაგრამ,სამაგიეროდ,შიდარითმები ქმნიდა მელოდიურობას.(,,თამარ შენ გიძნობ,კეთილად გიცნობ,მზედაუვალი,შუქმომფინარი"....)აქ კი ისე შორიშორს და ისეთი სუსტი რითმებია,რომ რაც უნდა ღრმა და მნიშვნელოვანი სათქმელი გქონდეს_ვერ მოდის მკითხველამდე. გადავხედე და სხვა ლექსებთან ანალოგიური მდგომარეობაა.ჩემი რჩევა იქნება,ან შეეშვი ამ შუასაუკუნეობრივ სალექსო ფორმას და წერე თვისუფალი ურითმო ლექსი(ვერლიბრი)_ან წერე სხვა ინტონაციით...10,12,14 მარცვლიანი სალექსო ზომებით...იმუშავე რითმაზე.იკითხე თანამედროვე პოეზია... უკეთესის მოლოდინით ვაპლიუსებ + 20-მარცვლიანი ტაეპი ,,ჩახრუხაულის" სახელით იყო ცნობილი,მაგრამ,სამაგიეროდ,შიდარითმები ქმნიდა მელოდიურობას.(,,თამარ შენ გიძნობ,კეთილად გიცნობ,მზედაუვალი,შუქმომფინარი"....)აქ კი ისე შორიშორს და ისეთი სუსტი რითმებია,რომ რაც უნდა ღრმა და მნიშვნელოვანი სათქმელი გქონდეს_ვერ მოდის მკითხველამდე. გადავხედე და სხვა ლექსებთან ანალოგიური მდგომარეობაა.ჩემი რჩევა იქნება,ან შეეშვი ამ შუასაუკუნეობრივ სალექსო ფორმას და წერე თვისუფალი ურითმო ლექსი(ვერლიბრი)_ან წერე სხვა ინტონაციით...10,12,14 მარცვლიანი სალექსო ზომებით...იმუშავე რითმაზე.იკითხე თანამედროვე პოეზია... უკეთესის მოლოდინით ვაპლიუსებ +
1. სუსტი რითმები..მე ვერ..მაპატიეთ..წარმატებები.. :) სუსტი რითმები..მე ვერ..მაპატიეთ..წარმატებები.. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|