ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2014


მეგობრები

(მინიატურა რეალური დიალოგებიდან)

სუფრა გაიშალა, ბავშვობის მეგობრები მაგიდას შემოუსხდნენ: ნიკა, თავის დასთან ერთად - სალომესთან; ლაშა ნიკას კლასის ძმაკაცი; თორნიკე მათ უბანში მცხოვრები ბიჭი და ნინო სალომეს დაქალი. შეკრების მიზეზი? აბა ვინ იცოდა?! მხოლოდ სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილი... თამადად, როგორც ყოველთვის, თორნიკე დანიშნეს, დიდად სადღეგრძელოებით თავს ვერ მოიწონებდა უბრალოდ სათქმელს მცირედ და კონკრეტულად ამბობდა, აბა მეგობრებს მეტი რა უნდოდათ?! იყო სიცილ-ხარხარი, ბავშვობაში ერთად გადახდენილ ამბებს იხსენებდნენ. ბიჭები, ლაშას გარდა, სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდნენ და ოთახი ტყვიისფერ კვამლში გაახვიეს. 20 წუთი იქნებოდა გასული, რომ სალომე და ნინო სუფრიდან ადგნენ და გარეთ გავიდნენ. თორნიკემ ამოისუნთქა, თავი გააქნია და თქვა:
-მოსაწევად გავიდნენ ხო?
-ხო - ნაღვლიანად თავი დაუქნია ნიკამ.
-მოიცა, შენი და ეწევა? - გაკვირვებით იკითხა ლაშამ.
-ხო, რა...
-მერე არაფერს ეუბნები?
-რა უნდა ვუთხრა? ერთხელ ვუთხარი, ორჯერ, სისულელეა მეთქი, მაგრამ გამიგონა?! პატარა ბავშვი ხო აღარ არის, ოცდასამი წლისაა...
-შენი თქმა ვიცი მე... - არ ეშვებოდა ლაშა - გინებებით დაუწყებდი ახსნას ხო?
უცებ გაჩუმდნენ, ოთახში გოგოები შემოვიდნენ, სწრაფად გადაავლეს ბიჭებს თვალი და ნაძალადევად მომღიმარი სახით თავიანთ სკამებზე დასხდნენ.
-სადაც დაგინახავ, გამოგართმევ და ზედ ჩაგაწვავ - მცირე ხნის უხერხული დუმილის შემდეგ  სიცილით უთხრა თორნიკემ სალომეს.
-გოიმოოო! - სიტყვა გაწელა ნინომ და კვლავ ნაძალადევად გაიღიმა.
-რას აკეთებ გოგო ერთი მითხარი რა? - ახლა ლაშა მიუბრუნდა სალომეს.
-რას უნდა ვაკეთებდე?
-ხო, აი რატო ეწევი ამიხსენი! - არ ეშვებოდა ლაშა - მიზეზი მითხარი!
-კაი რა ლაშა... - სალომემ თავის ძმას გახედა, მის სახეზეც სერიოზული გამომეტყველება დაინახა და თავი ოდნავ დახარა.
-ვერ მეუბენები მიზეზს, იცი რატო? იმიტომ რომ არ გაქვს! უფრო სწორედ გაქვს, მაგრამ იმდენად არასწორია, რომ შენ თვითონ ატყუებ თავს: „ეგ არაა ნამდვილი მიზეზიო“
-აბა გისმენ - კვლავ იცინოდა ნინო - რა არის მიზეზი?
-ის რომ, გგონია მაგით უკეთესი ხდები, „ტიპობ“!
-ეგ არაა - ჩუმად უპასუხა სალომემ.
-აბა რა არის? გემრიელია? კარგი სუნი აქვს? თუ ფულს გიხდიან? - ნაძალადევად გაიღიმა ლაშამ - მეტსაც გეტყვი: პირველი ნაფაზი გესიამოვნა? პირიქით, საზიზღრობა იყო, ხო? მარა თავს ძალა დაატანე, კიდე მოწიე და შეაჩვიე შეაჩვიე თავი მაგ საზიზღრობას.
-კაი რა სისულელებს ამბობ - უკვე გაღიზიანდა სალომე.
-არაფერიც არაა სისულელე, მეტსაც გეტყვი, მონა ხარ მაგ სიგარეტის!
-მონა? - თან გაბრაზდა და თან ამხელა „სისულელეზე“ გაეცინა.
-ხო, რა გაგიკვირდა? მონა ხარ! ყველა ქართველი ხო ვამბობთ თავგამოდებით მართლმადიდებლები ვართო. აბა ერთი როცა მოგინდება მოწევა აიღე ლოცვების წიგნი, რაიმე დიდი ლოცვა აარჩიე და დაიწყე კითხვა. სიგარეტზე ფიქრი თავს არ დაგანებებს და ლოცვასაც ვერ წაიკითხავ ბოლომდე, წიგნს გადადებ და მოსაწევად გავარდები! ესე იგი ღმერთს ეტყვი: „ჯერ შენ არ მინდიხარ, უნდა მოვწიოო“ - გოგოებს გაეცინათ - და ლოცვაში რა გიშლის ხელს? მარტო ეშმაკი, გამოდის ეშმაკი გიმონებს... - ახლა უკვე ბიჭებსაც გაეცინათ - კაი, რა იყო კი ნუ შეგეშინდათ, დაანებებთ თავს და წავა ეშმაკიც - თვითონაც გაიღიმა და ბოლოს ჩურჩულით დაამატა - ნეტა მარტო ეს იყოს...
-ჩვენ რო გვეუბები ამას, შენ ძმაკაცებს რატო არ ეტყვი? - დამცინავად მიუგო ნიმომ.
-ვინ გითხრა რო არ მითქვამს? უბრალოდ თქვენ გოგოები ხართ და ბიჭებს გვინდა მორალურად გოგოები ჩვენზე უკეთესები იყოთ. ადამსაც მოსწყინდა მარტო ყოფნა, ალბათ უნდოდა ვინმეზე ეზრუნა და ღმერთმა ნაზი არსება - ევა შეუქმნა. იმიტო ეძებს ყველა სიყვარულს, ვერ იქინები ბედნიერი თუ ამ ბედნიერებას სხვას არ გაუზიარებ, თუ ყველანაირ სიკეთეს სხვისთვის არ გააკეთებ და ვისზე უნდა იზრუნო თუ არა ნაზ არსებაზე -  ქალზე, დაზე, მეუღლეზე -  შენივე სხეულის ნაწილზე. მაგრამ სიყვარულიც ხშირად კვედება, იმიტომ რომ მთავარს ვერ ვხედავთ - ღმერთს. ღმერთი თვითონ სიყვარულია და მის გარეშე სიყვარული როგორ იარსებებს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები