ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2014


უხმე

წუხდა მწუხარება წუხელ,
ვუმხელ საიდუმლოს ზეცას,
ვიღაც მოეფარა მუხებს,
მთვარე მოეჩვენა მხეცად.
ქარი თამაშობდა თმებზე,
მთებზე ნავარდობდა ნისლი,
შაშვი შეყვარებულს ეძებს,
ფრთების შარიშური ისმის.
სულში ჩამეწვეთა შხამი,
ჩქამი მოგონების გაქრა,
თავი დავიმშვიდე ამით,
შიში მივიჩნიე ნაკლად.
გული მოგიტანე, სულო,
თუმც ცამ შეაშინა წუხელ,
პოეტს, ხელს გიწვდიდა სულ რომ...
ხელი შეაგებე, უხმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები