ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ატილა აკვილანი
ჟანრი: პროზა
28 ივლისი, 2014


* * *

                  იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ?თუმცა რატომაც არა? მცირეოდენი ფანტაზიაც და შეიძლებოდა ღმერთზე უკეთესიც ყოფილიყო რამე  .ზღაპარი იმიტომაა ზღაპარი და არა მოთხრობა რომ ზღაპრის პერსონაჟები: დევი, ფასკუნჯი და არაფრისმაქნისი მაგრამ მაინც ყოვლისშემძლე ნაცარქექია არავის უნახავს და რომ არა მწერლის ილუზორული ბუნება შესაძლოა ვერც წაგვეკითხა .ღმერთი იმიტომაა ღმერთი და არა ფასკუნჯი რომ  ასე გვასწავლეს, თუმცა შეიძლებოდა სხვგვაგვარად ესწავლებინათ, აი მაგალითად ისე როგორც ინდოეთში ეყოთ ილუზია და ღმერთი იმიტომაა ძროხა რომ ინდუსებს ასე ასწავლეს .
                                                      „ნასწავლი პროზა „
იყო და არა იყო რა , ჩემზე უკეთესი ვინ იქნებოდა ? მე ( კუსტარულ კვარცხლბეკზე) შემდგარი მწერალი ვარ ,თავზე გვირგვინად დაწნული მარადმწვანე დაფნა შემახმა. ოლიმპოს მთიდან ღმერთებმა გამომაძევეს და არარატიდან დავყურებ სამყაროს  .გუშინ შემთხვევით უძველესი ადამიანის ჩონჩხი ვიპოვე ზეზვა დავარქვი და სამყაროს ყველაზე მაღალ ხეზე შემოვდე .დღეს უფრო ამბიციური გეგმები მაქვს წიგნი უნდა დავწერო ...ზუსტად ვიცი როგორ იწერება.... ,ჩემი განსხვავებული  წერის სტილი სტივ ედვინ კინგის წიგნში „როგორ დავწეროთ წიგნი ’’აღმოვაჩინე .. ჩემი ლოკაციის ადგილისა და გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად მაინც დიდი დროა საჭირო ჩემ დღევანდელ ჩანაფიქრს  ფრთები შევასხა ...ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ჩემამდე ვერ მოვა , არც მე ვარ მთის ძირში ჩამსვლელი !!!!
 
                                                                      ....ნოეს კიდობანი უნდა შევაკეთო ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები