ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2014


***

რად გვინდა ცამდე აჭრილი მთები,
თუ კი მწვერვალებს არ შევეხებით
და თუ ძარღვებში არ ფეთქავს ღმერთი
გულის სულ ბოლო არტერიამდე,
თუ კი სამშობლოს ფასია ვერცხლი
და ჯვარცმულს თუ კი შუბით ვგვემ ფერდზე,
თუ დედაჩემის ცრემლების მეტი
სხვა ვერაფერს და ვერა ვადინე,
თუ წინაპრების დავკორტნე ლეში
გამაძღარს გულზე ბოღმა თუ მადგას,
მაშ რაღად მინდა ზეცამდე მთები,
თუ ამ მთებით მე ცაში ვერ ავალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები