 | ავტორი: ნ.ფხოველი ჟანრი: პოეზია 12 ოქტომბერი, 2014 |
იქნებ პირადად შენ არც კი გტკივა და სულ არ ფიქრობ,რომ ავდარია, რამეს თუ მხრებზე მოიცვამ თბილად, ან სახლში ზიხარ, ან არ გცალია, რაღაც მანქანა ხმაურობს დიდხანს, თავბრუდამხვევი დაძრწის ჭოჭმანი, იქნება გულიც კი აგერიოს თუ ერთ ადგილას ვეღარ მოთავსდი, თუ შემოხეულ სინდისს სირცხვილი ფეხდანაბიჯებ ძაღლივით აყეფებს, მაგრამ ეს ჯაჭვი იქამდე გყოფნის რომ გულნატკენი შორს ვერ წახვიდე, იქვე ნაწყენი თვალები ჩარგე მაგ დანაბიჯებ თათების შორის, ყური დაუგდე ტკივილის ფეთქვას იქნებ შუაგულ გულიდან მოდის, მოდის მოდის და ლამის სხეული კისრისტეხამდე დაგმოს ტკივილმა ეს დედამიწა ჯვარცმაა მგონი და ყველას ჩვენი გოლგოთა გვიდგას, ხელიდან წამსკდარ სისხლის წვეთებით ვავსებთ ამ მიწას რომ საბარძიმედ მომავლის იქნებ ზიარი გვეყოს ჯალათები რომ სისხლით დამშვიდდნენ, მერე კი ჩემი კვართიც დახიეთ, ხეებს შეაბით თითეულ ნატვრად, დღეს შევასრულებ ჩემს დანაპირებს შევეწირები ზვარაკად ამ ხალხს, რომ ყველა მიხვდეს, თავის სხეული, რომ მარტოოდენ სულისთვის დააქვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა გილოცავთ სვეტიცხოვლობას : )
მადლობა გილოცავთ სვეტიცხოვლობას : )
2. ეს დედამიწა ჯვარცმაა მგონი და ყველას ჩვენი გოლგოთა გვიდგას +++ ეს დედამიწა ჯვარცმაა მგონი და ყველას ჩვენი გოლგოთა გვიდგას +++
1. ბოლოში ორი "რომ" რაღაც არ მომწონს. ისე ++ ბოლოში ორი "რომ" რაღაც არ მომწონს. ისე ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|