ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2014


მარიამს . . .


შენს თვალებში დალეული მზერა მიყვარს,
სახეზე კი ელვარება შენი თმების.
შენს გრძნობებში დატეული სევდა მიყვარს,
და სულში კი ანთებული რწმენა ღმერთის . . .


შენს ბაგეზე დატეული სიტყვა მიყვარს
და თვალთაგან ჩამოღვრილი თოთო ცრემლი,.
შენს სუნთქვაში ჩაყოლილი სიო მიყვარს,
მოუთმენლად ამოსუნთქვას რომ არ ელის.


შენს თითებზე დახვეული ძაფიც მიყვარს,
მარცვალ-მარცვალ ფსკვნილებში რომ დალევ ხოლმე.
შენს სხეულში არსებული სულიც მიყვარს
და თვალები მზერაში რომ შემატოვე .


/ლია მელიქიშვილი/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები