- შენი აზრით, უჩემოდაც ამდენ ხანს გეყვარებოდი? - უშენოდ გატაცებული ვიქნებოდი შენით, ან უარეს შემთხვევაში ამოგიჩემებდი. განა შეიძლება, შენთან ურთიერთობა გავწყვიტო და რამდენიმე წლის შემდეგაც მიყვარდე, როცა აღარც კი მეცოდინება, როგორი ხარ? - მე კი მეყვარებოდი. ხომ ხდება ისე, რომ წლობით მიდიან ომში, ან ისე, რომ ვიღაც გარდაიცვლება, მაგრამ მაინც ისეთივე გრძნობა აქვთ, როგორიც უწინ. - ეს სხვაა, დინა - ჩემი ხელები ტუჩებთან მიიტანა და ღრმად ჩაისუნთქა, როგორც სჩვეოდა ხოლმე.
და ახლა, როცა ჩემ წინ ზის და მისი თვალები, როგორღაც, ჩაიში ჩამბალ პურს მაგონებს, ეჭვი არ მეპარება, ამდენი წლის განმავლობაში უჩემოდ ვუყვარდი.
- რატომღაც, მეგონა, რომ ქალაქში ჩამოსვლისთანავე მამაზე ფიქრი ამეკვიატებოდა და მოგონებები თავიდან აღარ მომშორდებოდნენ, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ბაქანზე ფეხი ჩამოვდგი თუ არა, შენ გამახსენდი - ეს ვუთხარი და მისკენ გავაპარე მზერა, მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა. არც კი გაღიმებია, ერთი ის იყო, ხელებიდან სახეზე გადმოინაცვლა მისმა ყურადღებამ. - მამას ძალიან ვუყვარდი - განვაგრძე და ზურგი შევაქციე. ახლაღა შევამჩნიე, ფანჯარაზე რამდენი აბლაბუდა დაექსოვათ ობობებს. ქონქორდის თავზე ცა მოქუფრულიყო. - ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის არასოდეს დაინტერესებულა ჩემით. იცი, რას ვგულისხმობ, ჰარი? ვერასოდეს ვერაფერს ხედავდა ვერც ჩემს სიჩუმეში, ვერც ხმაურში. იმის თქმა მინდა, რომ მამას აუცილებლად ძალიან მოვეწონებოდი, წიგნის პერსონაჟი რომ ვყოფილიყავი. მაშინ ხომ ეცოდინებოდა, რატომ ვარ ჩუმად, როცა არ ვხმაურობ და ისიც, რატომ ვხმაურობ, როცა ჩუმად არ ვარ. მე ხომ ასეთი ხელშესახები ვიყავი მისთვის. ანუ შეეძლო ეკითხა, გადავეფურცლე, ან თუ ეს არა, მე მაინც მივეშვი თავისამდე. ხომ გესმის? შევატყე, არც კი მისმენდა, უფრო სწორად, ვერ. ისე მიყურებდა, საოცრად შემებრალა. ვინანე, სახლში რომ შემოვიპატიჟე, იქნებ, ჯობდა მოკითხვით შემოვფარგლულიყავი-მეთქი. - ჰო, მამაშენი უჟმური კაცი იყო, მაგრამ ყველას უყვარდა - მიპასუხა მცირე პაუზის შემდეგ და სახლის კედლებს მოავლო თვალი. - რატომღაც, ძალიან მომწონდა მასთან საუბარი. არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობდა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის ძალიან თბილად მექცეოდა. ყველა შენი ჩვევა კარგად იცოდა. უყვარდა, როცა გაკვირდებოდა. მიკვირს, რომ ახლა ვიგებ, თურმე ამის შესახებ არაფერი გცოდნია. - აქ მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა. - ერთხელ, მაგალითად, მითხრა, საღამოს ჩაის ვსვამდი, მეგონა დინას უკვე ეძინა, როცა პიჟამაში გამოწყობილი გამომეცხადა, მაგიდას მოუჯდა და მკითხა, იუდა იუდას გარდა ვინმეს თუ ჰრქმევიაო. ასეთ წვრილმანებს ხშირად მიყვებოდა.
შევეცადე, არ გამღიმებოდა. სულელური კითხვები ყოველთვის მაწუხებდნენ, თუმცა, ჩემთვის მართლაც სიურპრიზი იყო, რომ თურმე მამა ასეთ რამეებს ყურადღებას აქცევდა და მეტიც, ვიღაცასთან ყვებოდა კიდეც. - კიდევ მომიყევი, რას ამბობდა ჩემზე. - როგორ გითხრა, ახლა კონკრეტული შემთხვევების გახსენება მიჭირს. არ ვიცი, უთქვამს თუ არა ეს შენთვის, მაგრამ ძალიან კი აშინებდი. - გაეღიმა. წარმოვიდგინე, რომ მაშინაც ზუსტად ასე ეღიმებოდა, როცა მამა ჩემი ჩვევების შესახებ ვინ იცის, როგორი აღშფოთებით უყვებოდა. - ერთხელ მითხრა, შუა ღამით დინას ღიღინი მაღვიძებს ხოლმე და სიბნელეში, ცარიელ სახლში, სადაც მხოლოდ მე და ის ვცხოვრობთ, საშინლად დამთრგუნველია მისი ეს ქცევა, ამ დროს მასთან ოთახში შესვლასაც კი ვერ გავბედავო.
იქუხა. ჰარისგან ხელმარცხნივ მდგარ სავარძელში ჩავეშვი და რაც შეიძლებოდა არაფრისმთქმელი, მშვიდი სახით დავუწყე ყურება.
გამახსენდა, როგორ მივადექი ერთხელ სახლში და დედამისს, მისის ნილს როგორ ვთხოვე, ჰარი წვიმის ზღვარის საპოვნელად უნდა წავიყვანო, ხომ გამოუშვებთ-მეთქი. ზღვარი ის ადგილი იყო, რომლის ერთ მხარესაც წვიმდა, ერთი ნაბიჯის იქით კი -არა. ერთი საათის განმავლობაში მისის ნილის ქოლგებით ხელში დავხეტიალობდით ქონქორდში. მაშინ ჰარი გაცივდა და ორი კვირა გარეთ აღარ უშვებდნენ. უცბად, მკითხა, გახსოვს, წვიმის ზღვარის საძებნელად რამდენი ვიბოდიალეთო? გამიხარდა, რომ ქუხილის ხმაზე მასაც ეს ამბავი გაახსენდა, მაგრამ დიდად არ გამკვირვებია. - ჰო, რაღაც მაგდაგვარი მახსოვს - ვუთხარი და ხელი მსუბუქად ჩავიქნიე. რატომღაც, გაღიზიანება ვიგრძენი იმის გამო, რომ შენობით ვლაპარაკობდით. რა მნიშვნელობა აქვს წარსულს, ჩვენ ხომ ახლა უცნობები ვიყავით ერთმანეთისთვის.
მწვანე ჩაიში შაქრის ნატეხები ჩავყარე და მაშინღა შევნიშნე, რომ თმა მეტისმეტად გაჭაღარავებოდა, ხელები დაძარღვოდა და სახეზე ოდნავ დამჩნეოდა ჯერ თითქმის შეუმჩნეველი ხაზები. - მთვრალს ყველაზე ხშირად რა გახსენდება ხოლმე? - ვკითხე და შევეცადე, რაც შეიძლება აუტანლად მივჩერებოდი. ჩაი გადასცდა, ხველა აუტყდა. თუმცა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. - კითხვების დასმა ყოველთვის გეხერხებოდა, დინა. ყველაზე ხშირად მახსენდება, რატომ ვარ ქცეული ნასახლარად და რატომ ვერავინ დაიწყებს ჩემში სახლის შენებას საძირკვლიდან. ეს ისეთი სახით თქვა, ვინატრე, ძალა მყოფნოდა და მისთვის თვალი არ ამერიდებინა, მაგრამ ისეთი დაჟინებით მიყურებდა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად თავი დავხარე. ნამდვილად არ ველოდი, თუ აღსარებას ასე მალე ჩამაბარებდა. სინამდვილეში, მე ის არასოდეს მყვარებია. უფრო სწორად, მიყვარდა, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი და მეგობარი, მაგრამ, რატომღაც, ყოველთვის ვიცოდი, რაც უნდა მომხდარიყო, ჩავრჩებოდი, როგორც სხვა. ეს არასოდეს მაწუხებდა, პირიქით, საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და არ ვერიდებოდი მისთვის თავი უჩვეულობებით დამემახსოვრებინა. ასე იყო ადრე.
- მომართმევ დუმფარას? - ვკითხე და წამოვდექი იმის ნიშნად, რომ მისი წასვლის დრო იყო. გაიღიმა, კიდევ ერთხელ მოსვა ჩაი და უთქმელად მივიდა კარებამდე. როცა კიბეებზე ჩადიოდა მომესმა, როგორ ჩაილაპარაკა: -ჯანდაბა! შენ არ შეცვლილხარ, დინა. ზუსტად წარმოვიდგინე, როგორ იღიმოდა ამ დროს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გრძლად თუ გეტყვი:
იმ დღეს სრულიად შემთხვევით გამახსენდა ჩემი ძალიან ძველი ნაწერი, რომლის განწყობაც ყოველთვის მსიამოვნებდა (ნაწერის განწყობა). მერე წავიკითხე და არაფერი იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ის განწყობა მაინც არ მშორდება იმ ნაწერის გახსენებისას
მოკლედ თუ გეტყვი:
შენი მთავარი პლიუსი დიალოგებია. ამიტომ ეცადე.. ანდა ნუ ეცდები.
(სადაა ქონქორდი.)
სიმართლეს თუ გეტყვი:
გრძლად ნათქვამსა და მოკლედ ნათქვამს შორის არანაირი კავშირი არ არის. ან არის.
გრძლად თუ გეტყვი:
იმ დღეს სრულიად შემთხვევით გამახსენდა ჩემი ძალიან ძველი ნაწერი, რომლის განწყობაც ყოველთვის მსიამოვნებდა (ნაწერის განწყობა). მერე წავიკითხე და არაფერი იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ის განწყობა მაინც არ მშორდება იმ ნაწერის გახსენებისას
მოკლედ თუ გეტყვი:
შენი მთავარი პლიუსი დიალოგებია. ამიტომ ეცადე.. ანდა ნუ ეცდები.
(სადაა ქონქორდი.)
სიმართლეს თუ გეტყვი:
გრძლად ნათქვამსა და მოკლედ ნათქვამს შორის არანაირი კავშირი არ არის. ან არის.
8. სინამდვილეში, მე ის არასოდეს მყვარებია. უფრო სწორად, მიყვარდა, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი და მეგობარი, მაგრამ, რატომღაც, ყოველთვის ვიცოდი, რაც უნდა მომხდარიყო, ჩავრჩებოდი, როგორც სხვა. ეს არასოდეს მაწუხებდა, პირიქით, საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და არ ვერიდებოდი მისთვის თავი უჩვეულობებით დამემახსოვრებინა.
ჰო, ზუსტადაც :)
სინამდვილეში, მე ის არასოდეს მყვარებია. უფრო სწორად, მიყვარდა, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი და მეგობარი, მაგრამ, რატომღაც, ყოველთვის ვიცოდი, რაც უნდა მომხდარიყო, ჩავრჩებოდი, როგორც სხვა. ეს არასოდეს მაწუხებდა, პირიქით, საწინააღმდეგო არაფერი მქონდა და არ ვერიდებოდი მისთვის თავი უჩვეულობებით დამემახსოვრებინა.
ჰო, ზუსტადაც :)
7. მე კიდევ მომეწონა დინა :) უნდა ვაღიარო რომ ავტორის წერის სტილი ძალიან მომეწონა, მშვიდად ყვება, დინჯია და დახვეწილი თავის თხრობაში. ვფიქრობ წინა თავი სრულებით აზედმეტებს ამ ნაწილს, ეს ცალკე მოთხრობაა თავისი შეკრული ფაბულით.
ჩემი სიმპატიიდან გამომდინარე, მინდა რომ რამდენიმე შენიშვნაც ვთქვა :)
მოგონებები თავიდან აღარ გადამვარდებოდნენ - აქ ვფიქრობ "გადამვარდნებოდნენ" არ არის მართებული. ალბათ უფრო "არ მომშორდებოდნენ"/"არ მომცილდებოდნენ" ჯობია რომ ჩაისვას.
მაგგვარი - მაგდაგვარი
ხველება აუტყდა - ხველა აუტყდა
ზუსტად წარმომედგინა, როგორ იღიმოდა ამ დროს. - ზუსტად წარმოვიდგინე, როგორ იღიმოდა ამ დროს. ან ზუსტად წარმომიდგა თვალწინ, როგორ იღიმოდა. დროის აღრევა რომ არ მოხდეს.
და კიდევ ერთხელ დიდი სიმპატია ჩემგან, მოვალ ხოლმე მე ამ ავტორთან, რადგან რაღაც ჩემია მის ნაწერებში :)
მე კიდევ მომეწონა დინა :) უნდა ვაღიარო რომ ავტორის წერის სტილი ძალიან მომეწონა, მშვიდად ყვება, დინჯია და დახვეწილი თავის თხრობაში. ვფიქრობ წინა თავი სრულებით აზედმეტებს ამ ნაწილს, ეს ცალკე მოთხრობაა თავისი შეკრული ფაბულით.
ჩემი სიმპატიიდან გამომდინარე, მინდა რომ რამდენიმე შენიშვნაც ვთქვა :)
მოგონებები თავიდან აღარ გადამვარდებოდნენ - აქ ვფიქრობ "გადამვარდნებოდნენ" არ არის მართებული. ალბათ უფრო "არ მომშორდებოდნენ"/"არ მომცილდებოდნენ" ჯობია რომ ჩაისვას.
მაგგვარი - მაგდაგვარი
ხველება აუტყდა - ხველა აუტყდა
ზუსტად წარმომედგინა, როგორ იღიმოდა ამ დროს. - ზუსტად წარმოვიდგინე, როგორ იღიმოდა ამ დროს. ან ზუსტად წარმომიდგა თვალწინ, როგორ იღიმოდა. დროის აღრევა რომ არ მოხდეს.
და კიდევ ერთხელ დიდი სიმპატია ჩემგან, მოვალ ხოლმე მე ამ ავტორთან, რადგან რაღაც ჩემია მის ნაწერებში :)
6. :) ერთადერთი სახელები რაღაცნაირად ვერ... :* :) ერთადერთი სახელები რაღაცნაირად ვერ... :*
5. შელოცვა კარგია! წვიმის ზღვარი ვერ გავიგე... შელოცვა კარგია! წვიმის ზღვარი ვერ გავიგე...
4. არც ერთი პერსონაჟი არ მომწონს აქედან. არც ჩაიში ჩამბალი პური, რა თქმა უნდა
არც ერთი პერსონაჟი არ მომწონს აქედან. არც ჩაიში ჩამბალი პური, რა თქმა უნდა
3. ო ეს დინასნაირი გოგოები.
რა უნდათ საერთოდ...
უნდა დაველოდო მორიგ შელოცვას. ო ეს დინასნაირი გოგოები.
რა უნდათ საერთოდ...
უნდა დაველოდო მორიგ შელოცვას.
2. დინასნაირ გოგოებს ვერ ვიტან :)
ვერც ჩაიში ჩამბალ პურს :)
"უჩემოდ ვუყვარდი".
შენ იპოვე წვიმის ზღვარი.
დინასნაირ გოგოებს ვერ ვიტან :)
ვერც ჩაიში ჩამბალ პურს :)
"უჩემოდ ვუყვარდი".
შენ იპოვე წვიმის ზღვარი.
1. მელნისფერო,კარგი ხარ... :* მელნისფერო,კარგი ხარ... :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|