ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2014


მე რომ მოვკვდები

მე რომ მოვკვდები იქნება დარი,
იქნება ღამე თბილი და წყნარი,
რადგან არ მიყვარს წვიმა და ქარი.
მოვაგონდები ვიღაცას თბილად,
მომექცევიან ნაზად და  ფრთხილად,
როცა უჩემოდ დადგება დილა,
გადაღლილები და ფერმკრთალები
ვერ გიპოვნიან ჩემი თვალები,
იქ  დაესმება წერტილი უცებ,
ჩემი ცხოვრების შავ და თეთრ ფურცელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები