ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2014


ნოსტალგია

საუკენეების წანადელი სუნი
ისევ მეცა-
და გამახსენდა რამდენიმე
საუკუნის წინ
როგორ ვსვამდი გვირილების
ჩაის პიტნით და მაისის თაფლით.
ძველი კამოდი გამოვაღე
იქ ისევ დამხვდა შინდისფერ ყვავილებიანი
მაქმანი,
ისევ ისე ჩამოკონწიალებული
სუკუნეების წინ როგორც დავტოვე.
ვიხედები სარკმლიდან-
რომლსაც ასევე საუკუნეების წინ
თეთრი მარლის დაქარგული
ფარდები ჩამოვაფარეთ-
ამ ფარდებიდან დღეს მხოლოდ ნაქარგობა შემორჩენილა.
ვიხედები და მინდა დაგინახო, გიგრძნო
და გავიხსენო შენი სურნელი
სიკვდილის მერეც რომ არ დამანებებს თავს.
საუკუნეების წინანდელმა მოგონებამ
დღეს შემახსენა თავი.
სწორედ მაშინ, როდესაც
ვფიქრობდი რომ შენ საუკენეების წინანდელი ტკივილი
საუკუნეებს ჩავაბარე.
გამახსენდი და გამიკვირდა
როგორ არ გამოგედევნე უკან
ღრუბლების დასაკიდებლად
წასულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები