ნოემბერში, მშვიდი იყო ქარი. ქარებს შენთვის, მშვიდად მოებერათ. ზღვის ნაპირას დაგინახე, ქალი და ყველა თვე, იქცა ნოემბერად.
იყო თეთრი ღამეების თევა. არაფერი, მე არ მსურდა ბევრი. ყოფილლიყავ მხოლოდ ჩემი ევა, მე კი შენი, შენი ნოემბერი.
გავყურებდი ზღვაში იალქანებს, იმ წუთებში ბრმა ვიყავ და მუნჯი. ახლა კიდევ, მზერა მიმაქანებს ნოემბერის ცივ ზღვასავით ლურჯი.
შენი სახის მიამიტი ნდობა, წვიმის სუნი. არეული მტვერში. და ამ თვეში იყო ჩვენი გრძნობა, ჩვენი ღმერთი, იყო ნოემბერში.
მშვიდი იყო სანაპირო. ფერად კენჭებს ქონდათ ისევ შენი ფერი. შენი თემები, იქცა ნოემბერად და შენს თმებად იქცა ნოემბერი.
გათენებას არ ლამობდა ღამე, ჩვენი იყო ყველა თვე და ბევრად, მეტი გვსურდა ჩვენ ორივეს. და მე თორმეტი თვე ვიცან ნოემბერად.
ახლა კიდევ, მარტო ვარ და ვკვდები, წვიმის სუნით გალაქტიკურ მტვერში. უშენობის, ყოველ ღამეს ვკვდები, უშენობის, ყოველ ნოემბერში.
სანაპირო, დღესაც არის მშვიდად, ფერად კენჭებს კვლავ აქვთ შენი ფერი. შენ იქეცი ჩემთვის, ნოემბერად შენად იქცა ჩემთვის ნოემბერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომეწონა ) + მომეწონა ) +
5. კარგია, მაგრამ გრძელია ლექსი. კარგია, მაგრამ გრძელია ლექსი.
4. მადლობა ყველას მადლობა ყველას
3. კარგია, საინტერსო ფერებია და ემოციურადაც იკითხება 5! მოგიკითხე კარგია, საინტერსო ფერებია და ემოციურადაც იკითხება 5! მოგიკითხე
2. კარგიაა ხმიად ))) ** ჩემი ნოემბერი როგორ მიყვარს )) კარგიაა ხმიად ))) ** ჩემი ნოემბერი როგორ მიყვარს ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|