ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2014


ამას როცა ვფიქრობ...

ჩვენ ჩემო კარგო, ის დროს ''გამოგვეპარა"
(ოქროს კვეთა)
როცა დაშორებას შევძლებდით.
ახლა , თუნდ თავიც მოგაბეზრო,
ერთად დავბერდებით.
მე სამარემდე შენი  ვარ....

&&&&

მე ყოველდღე დაფაზე ცარცით
ვხატავ სახლს
ვუხატავ ფანჯრებს და საკვამურს, საიდანაც
ამოდის ღრუბლისფერი, ნეტარი  კვამლი
მაგრამ არ ვუხატავ კარს
( მავიწყდება?)
მინდა რომ მოხვიდე და
იმ სახლში მე დამხატო.
უკვე დაზამთრდა და გარეთ ცივა.

@@@@

სამი წელია ერთ ადგილას ვდგავართ.
არც შორს, არც ახლოს
ალბათ , უფრო  ზომიერად...
ეს ზომიერებაა, უკვე ჭკუისგან რომ მშლის
და გათენებიდან დაღამებამდე
და დაღამებიდან გათენებამდე
შუალედში მაცხოვრებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები