ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

სიყვარული

მზე ჩაგფერფლია თვალებში, თუ გიბრწყინავს რატომ,
ჩემს ღიმილს ნატრობ, თუ გულისთქმა დროს მხარს აუბამს,
რა უკარება სიცივეა, მაგრამ ჯერ არ თოვს,
თუმც მთის სუნი აქვს რწმენაზე და ღმერთზე საუბარს.

თავს გახვევია დარდები და ჩემს წუხილს ისმენ,
გული ზღვად იქცა ცრემლებისგან, ისე დიდია,
სანუკვარია, ალბათ, ისე უყვარდე ვინმეს,
მეორედ იშვას,ძველი დათმოს, რაც რომ მითია...

რა უცნაურად მომეკედლეთ შენ და ზამთარი,
ალბათ, ფიქრობ, რომ შეშად ჩემი გული გეყოფა,
ეს იმედები ლექსებიდან ლექსზე გადარბის,
იცნობდე მაინც ყინულის და თოვლის დედოფალს.

მზე გაქვს თვალებში და ჩემს გულზე სითბოს ასხივებ,
თითქმის დააშრე ტკივილების მღვრიე მდინარე,
თბილი თითებით შემოივლი სულის მასივებს
და  შემიყვარდი მეც, აქედან გამომდინარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები