მე მახსოვს შენი პირველი სიტყვა, შენი პირველი ნაბიჯიც მახსოვს, თმებზე შებმული პატარა ბაფთა და ჩუმი სუნთქვა ჩემს ყურთან ახლოს,
მახსოვს თვალებზე მომდგარი ცრემლი, როცა სახლიდან გტოვებდა მამა, შენი ხელებით კისრზე კვანძი, და ოცნებების მდუმარე ჯვარცმა.
ვერ ვნახე თეთრი სასკოლო ფორმა, შენი ნაწერი პირველი სტროფი, მე ყოველ ღამით ცარიელ სახლში, ძილის წინ, მხოლოდ შენს სურათს ვკოცნი.
ვიხუტებ გულში ჩვენს პირველ ნახატს, სადაც ერთად ვართ მე, შენ და დედა, როგორ ძნელია დაკარგო თურმე, ის, ვისშიც მთლიან სამყაროს ხედავ.
პატარავ, შენთვის ვსუნთქავ და მჯერა, ისევ დაგიწნავ ოქროსფერ ნაწნავს, ძილის წინ ხელებს გაგითბობ კოცნით, კვლავ წაგიკითხავ პრინცესას ზღაპარს.
მანძილი, გწამდეს, არაფერს ნიშნავს, არაფერს ნიშნავს გარშემო ხალხი, ჩემი შვილი ხარ და შენს თავს ვფიცავ, გვექნება ისევ, საერთო სახლი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ჯიგარი ხარ ;) მადლობა ჯიგარი ხარ ;)
10. გენაცვალე ფხაკაძე!!! მაგრად მომწონს ეს ლექსი, პირველად არ წამიკითხავს... წარმატებებს გისურვებ! ++ გენაცვალე ფხაკაძე!!! მაგრად მომწონს ეს ლექსი, პირველად არ წამიკითხავს... წარმატებებს გისურვებ! ++
9. სუბიექტური მიზეზების გამო... ეს ლექსი მიმაქვს ჩემს მეხსიერებაში.... ძალიან კარგია
:) სუბიექტური მიზეზების გამო... ეს ლექსი მიმაქვს ჩემს მეხსიერებაში.... ძალიან კარგია
:)
8. ვცდილობ სენტიმენტებმა არ გადამძალოს... ერთია რასაც განიცდი და მეორე შესრულება. საჭიროა თანამედროვე ელემენტები და ახალი მუსიკაც. რატომ არის რომ ქართულ პოეზიაში, ზედმეტ სიტყვებს არავინ ებრძვის, სამწუხაროა! ვცდილობ სენტიმენტებმა არ გადამძალოს... ერთია რასაც განიცდი და მეორე შესრულება. საჭიროა თანამედროვე ელემენტები და ახალი მუსიკაც. რატომ არის რომ ქართულ პოეზიაში, ზედმეტ სიტყვებს არავინ ებრძვის, სამწუხაროა!
7. : )
წარმატებები! : )
წარმატებები!
6. მადლობა თქვენ ჩემგან ;) მადლობა თქვენ ჩემგან ;)
4. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
3. კარგი ლექსია,მომეწომა,
დაგიწნი_არა,_დაგიწნავ ; წარმატებები ++++ კარგი ლექსია,მომეწომა,
დაგიწნი_არა,_დაგიწნავ ; წარმატებები ++++
2. არ უნდა დატოვო. არცერთ ვარიანტში. არასდროს. ფანტაზიას არ უჩივი. :) კარგია ლექსია. არ უნდა დატოვო. არცერთ ვარიანტში. არასდროს. ფანტაზიას არ უჩივი. :) კარგია ლექსია.
1. მართალია ეს? :( მართალია ეს? :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|