 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 24 აგვისტო, 2014 |
ჩვენ არ გვაქვს საქმე ისე, რომ დრო და ერთმანეთი გვერდზე გავწიოთ და მიწერა არ ვიჩქაროთ. -
უბრალოდ მესაუბრე ან მწერე წერილები, ისე როგორც შორს გადახვეწილ, გადასახლებულ ან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ კაცს, რომლის სიცოცხლეშიც აღარ არიან დარწმუნებულნი და წერენ თამამად, თუ როგორ ჩამოინგრა მისი სახლ-კარი, როგორ გაძარცვეს ყველა კუნჭული, როგორ იცვალა კალაპოტი ძველმა მდინარემ, რომელშიც საკუთარი ბავშვობა გაბანეს და ახლა წყალი , როგორ ზანტად მიედინება, ახლად ჩაყრილ ქვებზე.
რომელსაც უყვებიან ძველ საიდუმლოს, თითქოს მიმალულს და სადღაც მიფლულს, (საფლავში თვითონაც რომ ვერ ჩაიტანეს და არც სხვებისგან ელიან მაგას) რადგან არ იციან მკვდარია თუ ცოცხალი, თუ ცოცხალია ხომ კარგი- გაუგებს, გასცემს ხმას და თუ მკვდარია, ეგეც ხომ კარგი, მგზავრობისას ადგილს თუ არ დაუთმობ, მაშინ მაინც არ შეგახსენებს, წყნარად რომ გისმენდა ოდესღაც .
ჩემს მეგობრებს კი გადაეცი, რომ მე ისევ იქ ვარ, იმ ორღობის ბოლოში ვუცდი, სხვის ჩამწვარ სიგარეტს რომ ვეწეოდით და გვეგონა, დროსაც იმ სიგარეტის მოკლე ღერივით ერთად ჩავწვადით. მერე რა რომ, რამდენჯერმე იქ არ დავუხვდი... ვერ შევძელი უჩუმრად გამოპარვა, და ამასობაში, დროც გაგვეპარა თურმე თავად.
უბრალო გამვლელებს კი, შეგიძლია, პირდაპირ მიახალო პირში, რომ თვალში ისედაც არავის ვეჩხირებოდი, რომ სულ ფეხებზე მეკიდა მათი დამფრთხალი და შეცბუნებული სახეები, იმის შიშით, არ გაგვაჩერონ და დახმარება არ გვთხოვონო. რომ ამ ცხოვრებაში, დროებით ვიყავი მხოლოდ და შენ გამო გამიგრძელდა დარჩენა. რომ ისე მივდივარ, საგზალიც არ მიმაქვს. რომ სულ ტყუილად მიქებდნენ გამბედაობას, როცა უშენობაზე ვლაპარაკობდი. რომ შენ გამო არა, მაგრამ პოეზიის გამო კი დავიწყებ მოწევას.
იმ კაცზე ნურაფერს მომწერ, ვინც ღამით დადის და აფიშებს ათვალიერებს, ვისი თვალებიც აწყდებიან ამოქოლილ ვიტრინებს, ისე როგორც შეშლილთა ლექსებში, ხიდზე გამვლელი კაცის ფიქრები ეხეთქებიან წყლის ზედაპირს და თან ითრევენ ყველა ნერვს და გამბედაობას. და მერე სადღაც იაფად ნაქირავებ ოთახში წვება, იმიტომ რომ უხერხულია .-სხვების თვალში-, იყო ასეთი.
მასზე ისედაც ყველაფერი ვიცი.
არ გაგიკვირდეს , ჩვენ ხომ წიგნის ორი პერსონაჟი ვართ... მე ვკვდები, ავტორის ახირების გამო კი არა, მართლა ვკვდები. შენი ბედი კი, ისეთი გაურკვეველია, რომ მისი გადაწყვეტა და დასრულება მკითხველს ხვდა წილად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. შენი ბედი კი, ისეთი გაურკვეველია, რომ მისი გადაწყვეტა და დასრულება მკითხველს ხვდა წილად. +5 შენი ბედი კი, ისეთი გაურკვეველია, რომ მისი გადაწყვეტა და დასრულება მკითხველს ხვდა წილად. +5
7. გავიმეორებ- ეს უნაკლო პოეზიაა. ნარცისებსაც არ აწყენდათ ზოგჯერ აქ შემოხედვა. გავიმეორებ- ეს უნაკლო პოეზიაა. ნარცისებსაც არ აწყენდათ ზოგჯერ აქ შემოხედვა.
6. ეს მახსოვს.. ეს მახსოვს..
5. უდავოდ კარგი. 5. უდავოდ კარგი. 5.
4. რამხელა წერილი იყო კაცო ეს :)
კარგი წიგნის კარგი პერსონაჟი ხარ შენ!
რამხელა წერილი იყო კაცო ეს :)
კარგი წიგნის კარგი პერსონაჟი ხარ შენ!
2. უბრალოდ მესაუბრე ან მწერე წერილები, ისე როგორც შორს გადახვეწილ, გადასახლებულ ან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ კაცს, რომლის სიცოცხლეშიც აღარ არიან დარწმუნებულნი...
მაგარი ლექსია! უბრალოდ მესაუბრე ან მწერე წერილები, ისე როგორც შორს გადახვეწილ, გადასახლებულ ან ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ კაცს, რომლის სიცოცხლეშიც აღარ არიან დარწმუნებულნი...
მაგარი ლექსია!
1. გულწრფელად გეუბნები, კარგია...
გულწრფელად გეუბნები, კარგია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|