ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

მოყვასო ჩემო

ნუ დამიმალავ შენი გულის მალულ ხვაშიადს,
მოყვასო ჩემო!
გამანდე იგი მე, მხოლოდ მე,
ასე ნაზად რომ ჩამჩურჩულებ რაღაცას ყურში,
მაგას გაიგებს ჩემი გული, ყური კი არა.
შუაღამეა დუმს ჩვენი სახლი.
ჩიტის ბუდენიც ძილს წაუღია,
დავდუმდი მე, დადუმდა ხალხიც,
მერცხალს ბუდე ჩემს სარკმლის წინ აუგია.
ჩუმი ცრემლებით, მთრთოლვარე და სათნო ღიმილით,
ნეტარი კდემით და მოკრძალებით
გამანდე შენი ხვაშიადი, მოყვასო ჩემო!


მუსიკა მინდოდა რამე ინდური და მეტი წესიერი ვერ ვნახე ვერაფერი და არ გამკიცხოთ :-)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები