ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე.
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


ვთესავ არაფერს და მაინც ვიმკი

მე მწამს ჩემს გულში ნათქვამი, მხოლოდ,
ხალხში ნამღერი არ მიყვარს სიტყვა
და ყოველივე, რაც კი დავწერე,
ჩემამდე უკვე ათასჯერ ითქვა.

უკვე მოვედი, ალბათ, მეორედ,
მეც მომიწია ჩემს თავთან ბრძოლა,
წელში გამტვრეულ სხეულს რომ მოვწყდი,
გადავინაცვლე უფალთან როცა,

გადავაბიჯე სიცოცხლის ზღუდეს,
ვიქეც უხილავ ცოდვების წიგნად
და დარღვეული ათი მცნებიდან
ცხრა- სამსჯავროზე უფალთან მიმაქვს.

თუ გადავრჩები, თუმცა ძნელია,
დავიხსნა სული, გავიჭრა ცაში,
დავტოვე მიწა და ახლა მინდა
მოვძებნო კარგი საკუთარ თავში.

ანდა, დავბრუნდე მესამედ, თუნდაც,
ჰედონიიზმით ისევ და ისევ,
ვიცხოვრო მუდამ, მე როგორც მინდა
და რაც ჩემია, არავის მივცე.

დავბადებულვარ ათასჯერ უკვე
და ყოველ ჯერზე იგივეს ვიტყვი,
მე არ მრცხვენია არცერთი ქცევის,
ვთესავ ,,არაფერს'' და მაინც ,,ვიმკი''.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები