ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დღლოფინიჩი1
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

ლექსი ბებიას

თექვსმეტი წელია რაც გაგიცანი,
თექვსმეტი წლის წინ გნახე პირველად.
შენი აზრები-მოძველებული,
გადამექცევა ხოლმე დილემად.

თავჩაუხრელად შრომა ყოველდღე
თუმცა შენს ასაკს აღარ შეჰფერის,
უქმად ჩავლილი ყოველ დღე შენთვის
არის ტანჯვის და წამების ფერი.

მუდამ წუხილში, მუდამ შრომაში,
და გამუდმებით ჩვენზე ზრუნვაში,
შეგივერცხლისფრდა ხუჭუჭა თმები;
ძალაც დაგაკლდა, ალბათ ვერ ხვდები.

თმას არ დაეძებ, სითეთრის გამო
ვიცი იხუმრებ, გულს არ დაიწყვეტ.
თუმც ფეხზე დგომა სულ არ შეგეძლოს,
ყოველდღეს  ჩვენზე ზრუნვით დაიწყებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები