ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სასპენსი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2014


არ გიწყენს ღმერთი

მე ვზივარ მარტო
შორს მოსჩანს წყნეთი.
ხელს გამიწოდებს
ალბათ ხვალ ღმერთი.
ირგვლივ სიჩუმეს არღვევს კალია,
ოთახში მარტო შენი ქალია.
ქალია მუქი, სქელი ტუჩებით
და გიხმობს მისკენ ბნელი ქუჩები.
ქალია შენი ალბათ გგონია,
მის თმაში ხელი ხშირად გქონია,
მაგრამ მარტოა დღეს შენი ქალი.
კოცნა გაქვს ალბათ შენ  მისი ვალი.
შენ გიხმობს ქალი და ბნელი წყნეთი.
ერთი აკოცე , არ გიწყენს ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები