ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სვაზილენდის გრაფი
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2014


le tour de bash

პირველი ეწერ ბაშელი ველომრბოლი

LE TOUR DE BASH

შუა ნოემბერში გაზაფხულის ნებიერად მოსვლას უფრო ელოდნენ პირველ ეწერ(და არა მარტო)(მეორე ეწერ,ქვედა შუა და ზემო) ბაშელები, ვიდრე პალიკო შუბლაძის უაილდ ქარდს,

ტურ დე ბაშის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს შანსი ადგილობრივი ველომრბოლისთვის მიეცათ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბიძაშვილი(დედის მხრიდან) პალიკო შეარჩიეს.
ველო ტრასის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი „გეო პარნიკმა“მოიგო და დათქმულ ვადამდე შეძლო დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. .
ტურნირის გენერალური სპონსორები გახდნენ : ყაზტრანზგაზ სამტრედია ,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ,ადგილობრივი სიმინდი და სხვა მონოპოლიური ბიზნეს ჯგუფები.
ტურნირის ექსკლუზიური ტრანსლირების უფლება მოიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხმა(ყოფილი ტ/კ ტაბულა) და ევროსპორტმა
23 აგვისტოს დადგა ნანატრი და ისტორიული მომენტი. ტურ დე ბაშმა სტარტი პირველი ეწერ ბაშიდან აიღო ,სტარტზე 45 ქვეყნის 320 ველომრბოლი ,მათ შორის ტურნირზე ველური ბარათით დაშვებული პალიკო დადგა..რბოლის დაწყებიდან 53_ე წრეზე შუა ბაშის მონაკვეთზე ყველასთვის მოულოდნელად პალიკო შუბლაძე გალიდერდა , მიუხედავად იმისა რომ ის არც წიქარაზე მჯდარა და არც რამე გადაუგდია მდევრის შესაჩერებლად. პალიკომ არაერთგზის გაიარა ეწერი ,ყომრალი სტეპი.. ტყესტები და მიზანს მიაღწია, ის საკუთარი გამარჯვებაში ჯერ კიდე რბოლამდე ორი დღით ადრე დარწმუნდა როცა ბიძაშვილის (დედის მხრიდან ) კაბინეტში ჩაეძინა ლოდინით დაღლილს .

მინისტრი ამაყად მოემზადა დაჯილდოების ცერემონიისთვის ,რატომაც არა?განსაკუთრებული პრივილეგიის მინიჭება დამსახურებულად, ნათესავითვისაც კი, ნეპოტიზმი არაა!!!
P.S ტურ დე ბაშის გამარჯვებული გახდა ყველაზე ტიტულოვანი ველომრბოლელი( ლენს ამსტრონგის შვილიშვილი რომელმაც ყველაზე პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი სტარტიდან 52-ეწრეზე შუა ბაშის მონაკვეთზე ..
.....პალიკო ყველა მონაწილეზე ერთი საათით გვიან მივიდა ფინიშამდე თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ის იყო პირველი ეწერ ბაშელი მრბოლი რომელმაც ყველა მონაწილეზე ერთი წრით მეტი(ეწერი,ყომრალი,სტეპი ,ტყესტეპი ) გაიარა...
ლენს ამსტრონგ უმცროსი ბედნიერია გამარჯვებით და დარწმუნებულია რომ მომავალ2061 წელს საფრანგეთი ეკონომიკურ კრიზის დაძლევს, ევროკავშირის წევრობას დაიბრუნებს და ტურ დე ფრანსს უმასპინძლებს ...
...2061 წელს პალიკო აქტიური სპორტიდან პასიურ პოლიტიკოსად წავიდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები