ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზალი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2014


როცა გაზაფხულს აკლდა ტყემალი

დილით, მზესთან ერთად,
ლალე, დედისერთა
ადგება, ყველა სარკმელს აღებს.
რაფას დაბჯენილი მიმოიხედავს და
დაზვერავს მეზობელ ბაღებს.
,,_ყველას დაუარა ირგვლივ გაზაფხულმა,
(ყველგან აფეთქება ფერთა)
ამ ოხერ ტყემალს კი გვერდი აუარა,
რად ვეღარ შემოეფეთა?!

კალმახმოყოლილი
მბორგავი ჭოროხივით,
ზღვასთან რომ აკეთებს მორევს,
დაჯდება, ლალე ქვაბთან,
ფაფას მოთუხთუხეს,
დარდებს უყვება და ურევს.

ჭალისსუნმოყოლილი
დამფრთხალი ხოხობივით
შუკაში მოფრთხიალე ლალე,
წყაროსთან ჩაირბენს და
ასჯერ გადარეცხილ,
თეთრეულს
ასმეერთედ ავლებს.

მაისის ბოლოსაკენ,
ღამემიწურულზე,
დილა რომ ჯერ კიდევ ბნელს ძოვს,
ტოტებგაჩაჩხული ტყემლის გაზაფხული
დაუდგა ლალიკოს ეზოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები