ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავი...
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2014


insomnia

ეს ნაწერი იმ კაცს გავს,
საკუთარ თავს რომ სიგარეტს დაუტოვებს,
ხელს გადახვევს და წავა.

თავსხმა წვიმაში რომ
ტრიალი მინდვრისკენ გაიქცევა,
აი იმ კაცს.

როცა სხვები თავს აფარებენ
სადარბაზოებს, ქოლგებს და ა.შ.

მაგრამ ადამიანებზე რაუნდა ვთქვა,
როცა ბოლო ღერი ასანთიც კი
ვერ აკეთებს თავის საქმეს.

სიგარეტი ისევ ჯიბეში მაქვს.

მაგარი გრძნობაა როცა ის გაქვს,
რაც აუცილებელია შენი
ნერვების ჯანმთელობისათვის.

დღეიდან ჩემს ყველა ნაწერს
ერთი სათაური ექნება,
insomnia!

მოვუშვებ წვერს,
არც ჯინსს გავიხდი და არც მაისურს.
არასოდეს მოვუვლი თავს!

ჩემს ერთი სიყვარულის სამყოფ ოთახს,
გადავღებავ თეთრად.
კედელზე გავაკრავ :
ჰიტ ლეჯერის,
ირაკლი ჩარკვიანის,
ჩარლზ ბუკოვსკის,
თამაზ ბაძაღუასა და
ნიკა ჩერქეზიშვილის ფოტოებს.

ხუთი სინამდვილე,
ხუთი სიკეთე.

არადა დღეს და კიდევ დიდი ხანი
არაფრის წერას არ ვაპირებდი.

მაგრამ ცხოვრებაც ზუსტად
ასეა მოწყობილი,
საკუთარ თავსაც კი ვერაფერს დაპირდები!

ორი, სამი წამის გამოსული
ვიყავი სახლიდან,
მეზობელმა პოეტოო მომაძახა,
საშინელი დასაწყისია!
არაფერი მითქვამს,
საერთოდ სისულელეებზე ასე ვიქცევი,
გავუღიმე და მორჩა.

უბანში ერთმა ლოთმა ჩამიარა,
ფხიზელი იყო, ლოთის სიფხიზლე კი
2.50 ლ. შეფასებული ოთხმოც გრადუსიანი
სპირტის არ ქონას არ ნიშნავს!

ადრე სახლში ჩაკეტეს რომ არ დაელია,
იმან კიდე ფანჯარა გამოაღო
და მეორე სართულიდან გადმოხტა,
მაშინ ფეხი მოიტეხა.
უბანში დღემდე ყველა ეკაიფება,
მაგრამ ნეტავ ყველას მასსავით
მძაფრად შეეძლოს, საკუთარი სურვილების გამოხატვა.

ქალაქში ერთი კანადელი
მაწანწალაა ჩამოსული,
დედამიწის უფასო სასადილოებში -
ნაგვის ბუნკერებში ჩაყრილი ნარჩენებით იკვებება.

ადრე ბიჭებმა ლუდი შევთავაზეთ,
იმან კიდე ჩანთა მოიკიდა და წავიდა,
ან ადამიანების შეეშინდა ან
მარტოობა უნდოდა.
მთავარი სხვა რამეა, მთავარი ისაა რომ
ორივე შემთხვევაში მართალია.

დანარჩენი მსოფლიო კი გაგიჟებული
ისხამს წყალს თავზე,
რომელიც სასიცოცხლოდ
ესაჭიროება შავ კონტინენტს.

ისხამენ რამდენიმე ლიტრ წყალს,
გამოფხიზლების კი არავის არაფერი ეტყობა!

მე მივდიოდი თეთრი კედლების გასწვრივ,
რომელზეც დავწერე წითლად

ყველაფერი სისულელეა!

და გზა გავაგრძელე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები