ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი მდივანი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2014


წმინდაო ქალო

მივუსამძიმრე საბრალო კაენს
ცოდვის ლოდები გულზე სდებია,
მე დავამარცხე ასი დემონი
და ირგვლივ კვლავაც დემონებია.
ფერხდება ჩემს წინ სიმართლის ზარი,
კიდეთა ცვენა მცრის სივრცეებში,
აწყდება ტაძარს ურყევი ჯარი
მაგრამ ვერ აღწევს სამიზნეებში.
მე დავიკარგე დიდ აბადონთან
თვალთ მიბნელდება, წვეთავს სისინი
კაცობრიობამ დამიმარტოვა
შენ კი აფთრდები ხარაკირივით.
მირონი მოსდის ეშმაკს ღამეულს
და იბინდება მასში აფერა,
მე სიცოცხლეზე ღმრთად შეყვარებულს
სიკვდილად მომსდევს შენი ბრძანება.
მე ისე აქ ვარ წმინდაო ქალო
და აღმაფრენის ჯვარი ცის მკვეთი,
ჩემსკენ მოიწევს, ვკრთი, მარიამო
ნუღარ მაშინებ აღარ ცხონებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები