ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2014


@ @ @

წვიმა...
შხაპუნა წვიმა...
ვლოცულობ ჩემთვის,-
მცივა.
როგორ დაგკარგე ნეტავ?!
ვეღარ გიხილავ მეტად?
სად შემეშალა გუშინ?
ვიგონებ ყველა წვრილმანს
მაგრამ....
თავს არ მანებებს წვიმა,
მასაც ცრემლები სცვივა,
გულში მიხუტებს მცივანს,
ჩემს სახეს ეძებს მცინარს,
რომ, მაბანაოს სულში,
გაქრეს, რაც იყო გუშინ,
რომ ამამაღლოს ცამდე,
რომ რისიც მწამდა - მწამდეს,

რომ ამ ჩემს თვალებს მზირალს,
არ გაეპაროს მძინარს
შენი ხატება, ლანდი,
რითაც მიყვარდი, მწამდი,
და რითაც ახლა მხანჯლავ,
ან რითაც ახლა მწირავ...
18. 05. 2001.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები