ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დღლოფინიჩი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2014


ფიქრები

არც სიყვარული, არც დღეები გარდასულები
არ ბრუნდებიან,
ბრუნდებიან მხოლოდ ვნების ამშლელი,
ბოროტი და ზოგჯერ
ტუჩებზე ღიმილის მომგვრელი ფიქრები.
რომლებიც არაფრის მაქნისი არ არიან,
როგორც ხის ტოტზე უმოძრაოდ,
სქელ ბაწარზე ჩამოკიდებული და
ყვავების საკბილოდ გამხდარი
ისკარიოტელი.
უნდა ვეცადოთ ყველაფერს
რასაც გავაკეთებთ,
იყოს ფასეული და აუციელებელი
როგორც,
თუნდაც ჰაერი და წყალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები