ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2014


ჟოკეი

მოხუცი ჟოკეი ტვინს როცა ულაყებს,
ულაყებს-წარსულზე ხმამაღალ ყბედობით...
ფრუტუნი უტყდებათ ფერდძლიერ ულაყებს,
ვზივარ და ვიცინი, უბრალოდ ვერთობი.
მოჰყვება ჟოკეი ნაცნობი თანწყობით,
ჰელსინკის მერე კი ლიონის დეტალებს...
რომ იყო სპარტანულ წესებით ნაწრთობი,
რომ გამარჯვებიდან ყოველი მედალი ,
ახსოვს და ახარებს, მაშინდელ იუნიორს,
მესამე, მეორე, პირველი კვარცხლბეკი...
რომ ცხენზე ჯირითით შემოვლო დუნია,
რომ ყველა იცნობდა სახელით "მკვირცხლ ბეკის",
ასეა, მობერდა, ჟოკეი ბეკ ჰობსი,
მთელ დღეებს ცხენებთან უბნობით ატარებს;
ის ცხოვრობს მეზობლად, მახლობელ ბექობზე,
მშვიდი და უდარდო, ჰენესის მათარით...
მოწრუპავს და ოდნავ მოღუშულ სიფათით,
ზეცამდე ამართულ ბაო-ბაბს გაჰყურებს,
იხსენებს მარულას, აჰ, ის მარიფათი-
სადღაა, რომ ისევ გადასცდეს ღობურებს?!
დაღლილი ჟოკეი მზად არის ძილისთვის,
ზღაპარიც უამბო ძილის წინ ბადიშებს
და, როგორც წესია, ულაყებს მიითვლის,
რომ მერე გაეხვეს სიზმართა ბადეში.
--------------------------------------------------
მოხუცი ჟოკეი ტვინს როცა ულაყებს,
ულაყებს-წარსულზე ხმამაღალ ყბედობით...
ფრუტუნი უტყდებათ ფერდძლიერ ულაყებს,
ვზივარ და ვიცინი, უბრალოდ ვერთობი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები