ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 სექტემბერი, 2014


ღიმილი

ძალიან ბევრჯერ ამიცდა ფეხი
ბევრჯერ დავეცი
ლაფში და ნეხვში ამოვისვარე,
მაგრამ ღიმილი არ მშორდებოდა მაინც სახიდან,
და ამ ნათელი ღიმილის მიღმა  თითქმის  ვერავინ დამინახა
დაჩოქილი, გათელილი და ხირად სასიკვდილოდ დაჭრილი და მგლოვიარე,
რადგან მუდამ ვიღიმოდი -  სიცოცხლის ფასად.
ახლა , კუთხეში მიმწყვდეული ვარ, როგორც მახეში გაბმული მხეცი
და არაფერი დამრჩენია გარდა  განწირული  ღრიალისა.
მაგრამ  ვიცი რომ გადავრჩები,  ჩემთვის  ჩუმად გამოვიტირებ
და მერე, ისევ  სიცოცხლის ფასად, ისევ ღიმილი გამოანათებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები