ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

სიზმარი

დეკემბრის პირველ თოვლს ბავშვები ელიან,
ხეები ყოველგვარ გეენას იშრობენ,
წუხელის მესიზმრა მე წმინდა ელია,
რომელიც უმზერდა სიკეთით ღვთის მშობელს...

იქვეა აბრამი,აძინებს ისმაელს,
ბადეებს ისვრიან ზებედეს ძეები
შევნიშნე არონი,ესტუმრა ისრალეს
იუდა თავს იკლავს,ხმებიან ხეები...

კიდობანს აგებენ,სეტყვა და მეხია,
ნოემ თქვა : დღეიდან იწყება უბრალოდ
ცხოვრება ახალი,სულ ყველა ეხვია
გარშემო ცოდვილი,ახლა კი . უფალი

შევნიშნე ბილიკზე,ნალურსმნი ხელებით
ანთებდა კელაპტარს, პირველად გათოვდა,
ვიჯექი ხის მორზე,ვკვდებოდი ხველებით
ვხედავდი მზის სხივი ცის კიდეს ართობდა...

დეკემბრის პირველ თოვლს ართობენ ბავშვები,
დავღონდი რადგანაც განვაგრძე ცხოვრება,
მე ვნახე სიზმარი,ლამაზი სამოთხე,
მე მივხვდი,უღმერთოდ არავინ ცხონდება !!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები