ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვეზალი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2014


:::

როცა მიხარია ვტირი და
როცა მტკივა, მაშინ ვიცინი.
ცხოვრების ნახევარი გავლიე,
დედის წინ მორბენალი კვიცივით.
მგლები კი...
მგლები კი მიღრენდნენ
რუხად და წითლად და ავად.
გადავრჩი! და ვკითხავ სხვა დედებს, სხვა შვილებს:
როდესაც კვიცები დედის წინ დარბოდნენ,
სად იყო იმათი მამა?
შეჭმული კვიცების მამა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები